გიორგი მერებაშვილი: ამ სეზონში ჩემი მიზანი სტატისტიკის გაუმჯობესებაა

AutoSharing Option
4 აგვისტოს პლოცკის "ვისლა" კრაკოვის "ვისლას" მასპინძლობს ექსტრაკლასას მე-4 ტურის შეხვედრაში. მატჩის წინ plocman.pl პლოცკელთა ერთ-ერთ ლიდერ გიორგი მერებაშვილს გაესაუბრა:

"კრაკოველებთან ბოლო დაპირისპირებაში გოლი და საგოლე პასი მქონდა. ძალიან კარგად ვთამაშობდით და მოგებაც შეგვეძლო და ბოლოს ქულაც ვერ ავიღეთ. ასეთი დუელები ძნელი დასავიწყებელია.

ხვალინდელ მატჩში გამარჯვებას ვგეგმავთ. იმედი მაქვს, რომ თავს კარგად დავიცავთ. ფანების გვეიმედება, რომელთა მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანია.

ამ სეზონში ჯერ არც გოლი მაქვს და არც საგოლე პასი. ბუნებრივია, უკმაყოფილო ვარ. ჩემი მიზანი პირადი სტატისტიკის გაუმჯობესებაა", - განაცხადა ჩვენმა
თანამემამულემ.

"პლოცკი" 4 ქულით მე-7 ადგილზეა. 30 წლის მერებაშვილმა შარშანდელ სეზონში 32 თამაშში 6 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან მაგარი კაციხარ მერებ, წარმატებები!
Mkitxveli
01:33 09-09-2017
0
სტატისტიკის გაუმჯობესებას, ჯობდა თამაში გაეუმჯობესებია.
haha
18:35 03-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული