რას ერჩის კარერა ჯანოს? "სპარტაკის" თავკაცმა ანანიძეზე ილაპარაკა

AutoSharing Option
უჭირს რუსეთის ჩემპიონ მოსკოვის "სპარტაკს" და მაინც არ ათამაშეს მისი ქართველი ლეგიონერი ჯანო ანანიძე. ჰოდა, შერცხვნენ პეტერბურგში "ზენიტთან" (1:5) და გაიხარეს პიტერელმა ფანებმა.

ცნობილმა მომღერალმა, ანსამბლ "ლენინგრადის" სოლისტმა სერგეი შნუროვმა თავისი ჰიტი В Питере - пить საფეხბურთო თემაზე გადააკეთა და მაგრადაც იღადავა, რითაც თავისი გუნდის გულშემატკივრები ახალისა, რომლებიც "სახალხო გუნდს" ჭირის დღესავით ვერ იტანენ.

ბუნებრივია, "სპარტაკის" მწვრთნელს, მასიმო კარერას მარცხის მიზეზი ჰკითხეს და მანაც თავი იმართლა, აქაოდა, მაისის შემდეგ ფეხბურთელების დამატებას ვთხოვ და პატრონი ჯიბეში ხელის ჩაყოფას არ აპირებსო.

რა
თქმა უნდა, ჯანო ანანიძის უთამაშებლობითაც დაინტერესდნენ, რაზეც იტალიელი იწილო-ბიწილოს მოჰყვა, შემადგენლობას მეტოქის მიხედვით ვარჩევ, ვინმეს თუ ძირითადში არ ვაყენებ, ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს ვინმეზე ნაკლებად მომწონს, ეს სხვადასხვა, მათ შორის, სათადარიგოთა სკამზე დატოვებულის ფუნქციონალურ მომზადებაზეა დამოკიდებული, რა გასაკვირია, დღეს ტულის "არსენალთან" შემადგენლობას შევცვლი, მაგრამ ვის დავაყენებ სასტარტოში, მაგას ვერ გაგიმხელთო.
მკითხველის კომენტარები / 7 /
დაგვიბერდა პერსპექტიული ანანიძე უთამაშებლად სპარტაკში,თუმცა ხელფას ხომ იღრებს?მთავარი ქართველი ფეხბურთელებისთვის ეს არის თანაც ყოველგვარი ოფლისღვრის გარეშე.
ზასტაველი
11 აგვისტო 2018 11:00
0
შეცვალეთ საიტის დიზაინი!
alex
11 აგვისტო 2017 09:26
0
რა ტექსტია რა არი ეს ვინმე ძველმა ბიჭმა დაწერა?
Dato
10 აგვისტო 2017 09:27
1
არაუშავს, კონტაქტის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე ჩასვამენ ძირითადში, ამასაც გული აუჩუყდება მშობლიურ კლუბზე, თავის მეორე სახლზე და ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს და დაიწყება ყველაფერი თავიდან
erwt
10 აგვისტო 2017 00:39
1
Мы начали планировать, как усилить команду, еще в мае, а не после этого поражения. Оно тут ни при чем ბეში) რა მაისის შემდეგ ვთხოვ) ......
edefsusi ))))))))
09 აგვისტო 2017 17:39
1
მე თქვენ სპორტულ გვერდს ხშირად ვადევდებ თვალს და დიდ პატივს ვცემ "პალიტრა ჯგუფს", მაგრამ ასეთი ლექსიკით და გრამატიკული შეცდომებით ინფორმაციის გადმოცემა უბრალოდ მომხმარებლის უპატივცემულობაა.
Tuბი Tuბი წილო იწილო
09 აგვისტო 2017 15:45
1
Chven nakrebs 2 kula rom akvs egec icilo biciloa albat tkven ra gitxarit.
niko
09 აგვისტო 2017 15:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული