თემურ ქეცბაიამ "ორენბურგის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა?

AutoSharing Option
რუსული საიტის, matchtv.ru-ის ინფორმაციით, თემურ ქეცბაიამ "ორენბურგის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა, კლუბის ოფიციალური საიტი კი იუწყება, რომ 49 წლის ქართველი სპეციალისტი გუნდს მხოლოდ უახლოეს მატჩში ვერ უხელმძღვანელებს და ეს ოჯახური მიზეზითაა განპირობებული.

რუსეთის პირველ დივიზიონში მოთამაშე "ორენბურგს" უახლოესი შეხვედრა "ლუჩ ენერგიასთან" აქვს და გუნდს უფროსი მწვრთნელი ილშატ აიტკულოვი უთავკაცებს.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის ბოლო, მე-8 ტურის შეხვედრაში "ორენბურგი" სტუმრად "ყუბანთან" 1:4 განადგურდა, რის გამოც კლუბის გულშემატკივრებმა თემურ ქეცბაიას თანამდებობიდან გაშვება მოითხოვეს.

- "ორენბურგის" ფანები თემურ ქეცბაიას გაშვებას ითხოვენ

შეგახსენებთ, რომ 49
წლის ქართველმა სპეციალისტმა გუნდი სეზონის წინ ჩაიბარა და მიზნად პრემიერლიგაში დაბრუნება დაისახა. მას ასისტენტობას სოსო ჭედია უწევს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
თემურ ქეცაბიამ დილით თავი არ გადაიპარსა?
ნიჭიერი ჟურნალისტი
16 აგვისტო 2017 12:26
0
ამ ხასიათის კაცმა სხვა რამეს მოკიდოს ხელი , აი მაგალითად კვიპროსში თუ საბერძნეთში ხომ ირჩევდნენ პარლამენტში.
კოტე
16 აგვისტო 2017 11:41
0
აუჰ! გაულურჯებიათ ეს საიტიც ქოცების სასიამოვნოდ!
ბიძინიე
16 აგვისტო 2017 11:04
1
თემური კარგი მწვრთნელია,ჩემი აზრით საჭიროა ცოტა დაისვენოს გაანალიზოს გასული წლები მისი მწვრთნელობისა და ახალი ენერგიით შეუდგეს მწვრთნელობას,რომელიმე სხვა კლუბში..........
ზასტაველი
16 აგვისტო 2017 10:38
2
რაღაც ჭირს ამ კაცს. უკვე მერამდენე კლუბია დანიშვნიდან 1 თვეში ანთავისუფლებენ, რა უბედურებაა? უფრო მგონია რომ მძიმე ხასიათების ბრალია და უჭირს ფეხბურთელებთან სრულფასოვანი მუშაობა.
dadu
16 აგვისტო 2017 10:11
0
რო მიდიოდი არიცოდი სადაც მიდიოდი რატო ირცხვენ თავს რუსებისგან...
Gio
16 აგვისტო 2017 10:03
0
მაგარი მოჩალიჩე დუეტი
999
16 აგვისტო 2017 09:31
0
იძახის ალბათ იქაც არ მყავს მესები მე რა ვქნაო...
დინამო
16 აგვისტო 2017 08:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული