28 წლის თავდამსხმელი დანიაში, 2012-16 წლებში, "ორჰუსის" ღირსებას იცავდა (75 მატჩი, 29 გოლი). მერე თბილისის "ლოკომოტივში" მივიდა, საიდანაც 2017 წლის იანვარში დანიას დაუბრუნდა და სუპერლიგის ბინადარ "ვიბორგთან" წელიწადნახევრიანი კონტრაქტი ოფციონის წესით (0,6+1 წელიწადი) გააფორმა.
"ვიბორგი" მისით კმაყოფილი იყო, მაგრამ გუნდმა ვერ ივარგა - ლიგიდან გავარდა და იქაც ვერაა ყოჩაღად - 6 ტურის შემდეგ 12-გუნდიან I დივიზიონში მხოლოდ მე-10 ადგილზეა. ვაწაძემ 8 ოფიციალურ შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანა. მისი კონტრაქტის
ახლა ის "სილკებორგში" იქნება, სადაც კიდევ ერთი ქართველი - დავით სხირტლაძე თამაშობს. კონტრაქტი გუშინ გაფორმდა და ისიც - ოფციონის წესით (0,6+0,6).
საინტერესოა, რომ ვაწაძეს სილკებორგელთა მწვრთნელ პეტერ სორენსენთან უკვე უმუშავია 2012-14 წლებში, როდესაც "ორჰუსში" თამაშობდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"