ერთი ტრანსფერის გამო... გიორგი ჩაკვეტაძე ყველაზე ძვირად ღირებულ ქართველებში

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძის ამბავი ჯერ კიდევ ცხელია. 18 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი ბელგიის A დივიზიონის ბინადარ "გენტში" აგვისტოს ბოლოს გადავიდა და როგორც "ტრანსფერმარკტი" ამტკიცებს, მასში 1.5 მილიონი გადაიხადეს. იმასაც ამტკიცებენ, რომ რეალურად გარიგება 3 მილიონია, მაგრამ კულუარულად სხვა ცნობებია...

გერმანული სამენეჯერო ინტერნეტსააგენტოს ამ ცნობას თუ გავითვალისწინებთ, ეს ქართული ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერია.

იმავე "ტრანსფერმარკტს" თუ ვენდობით (ხშირად რეალობასთან მიახლოებული ცნობები აქვს) საქართველოს ჩემპიონატიდან ფეხბურთელი უფრო ძვირად მხოლოდ სამჯერ გაიყიდა.

ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერის გმირი ლევან ყენია იყო, რომელიც
2008 წელს თბილისის "ლოკომოტივმა" "შალკეში" 3.0 მილიონ ევროდ გაუშვა.

მეორეზე გიორგი ქინქლაძის ტრანსფერია: 1995 წელს, "მანჩესტერ სიტიმ" თბილისის "დინამოს" "ქართველი ჯადოქრის" მოსაპოვებლად 3.2 მილიონი დოლარი (დააახლოებით, 2.83 ევრო) გადაიხადა, ხოლო 2010 წელს უკრაინულ "დნიპროს" "ზესტაფონიდან" უჩა ლობჟანიძის გათავისუფლება 2.0 მილიონი ევრო დაუჯდა.

გაუგებრობა რომ არ იყოს, აქ მხოლოდ საქართველოდან უცხოეთში გასხვისებას ვგულისხმობთ, თორემ აბსოლუტური რეკორდსმენი კახა კალაძეა, რომელიც 2001 წელს კიევის "დინამოდან" "მილანში" 16.0 მილიონ დოლარად გადავიდა, ხოლო 1998 წელს "მანჩესტერ სიტიმ" ქინქლაძე "აიაქსს" 8.0 მილიონ დოლარად დაუთმო.

ქართული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერების ათეული ასე გამოიყურება:

ფეხბურთელი წელი საიდან სად თანხა

ლევან ყენია 2008 ლოკომოტივი თბ-შალკე 3.000
გიორგი ქინქლაძე 1995 დინამო თბ-სიტი 2.830
უჩა ლობჟანიძე 2010 ზესტაფონი-დნიპრო 2.000
გიორგი ჩაკვეტაძე 2017 დინამო თბ-გენტი 1.500
ბექა გოცირიძე 2009 ზესტაფონი-დნიპრო 1.000
გოგიტა გოგუა 2005 თბილისი-ხიმკი 1.100
გიორგი დემეტრაძე 2003 დინამო თბ-ფეიენოორდი 1.000
ალეკო ამისულაშვილი 2003 დინამო თბ-დინამო კ 0.650
გიორგი არაბიძე 2015 ლოკომოტივი თბ -შახტარი 0.650
მალხაზ ასათიანი 2003 ტორპედო-ლოკომოტივი 0.600
მიხეილ აშვეთია 2001 ტორპედო-კოპენჰაგენი 0.600
* თანხები მოცემულია ევროში

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუცილებელი აღსანიშნავია,რომ ფასები მხოლოდ იზრდება... 1995 წლის ფასები სულ მცირე 10-ჯერ მეტია და შესაბამისად გიორგი ქინქლაძის ტრანსფერი დღევანდელ ფასებში 30 მილიონამდეა;ლევან ყენიას 2008 წ 3 მილიონი დღეს-დაახლოებით 10 მილიონამდე;შესაბამისად შეადარეთ ეხლა ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასთან....
ზაზა
12:39 10-09-2017
0

სიახლეები პოპულარული