10 საინტერესო ფაქტი ლევან მჭედლიძის შესახებ

AutoSharing Option
ლევან მჭედლიძე საქართველოს ნაკრების შეუცვლელი ფიგურაა, რომელიც თავდასხმის ხაზში ყოველთვის დიდი ძალაა.

ტრამვები - ეს არის მისი პირველი მტერი და უკანასკნელიც. მჭედლიძე ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და მის თითოეულ მოქმედებას, ქართველი გულშემატკივარი მუდმივად აფასებს. გთავაზობთ 10 ყველაზე საინტერესო ფაქტს, 27 წლის ქართველი თავდამსხმელის შესახებ.

10. ლევენ მჭედლიძემ კარიერა თბილისის "ოლიმპიკში" დაიწყო.

9. ლევან მჭედლიძე 6 წელი დაქორწინებულია და მისი რჩეული მოდელი ხატია ხვადაგიანია.

8. ლევან მჭედლიძეს ნაკრებში, 5 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

7. თუ თბილისის ქუჩებში დიდი შავი ჰამერი დაინახეთ, შეიძლება
მასში ლევანი იჯდეს. ამის შანსს ისიც ზრდის, რომ საქართელოში მსგავსი მანქანა ბევრს არ ჰყავს.

6. ლევან მჭედლიძეს ფეხებზე ორი ტატუ აქვს - ერთზე დავით აღმაშენებელი ახატია, მეორეზე - რონალდო.
- ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: მჭედლიძემ ტატუდ აღმაშენებელი გაიკეთა

5. The Sun-ის ვერსიით, ლევან მჭედლიძე იტალიაში ერთგულების მიხედვით მე-11 ადგილზეა.  ქართველს 2010 წლიდან კლუბი აღარ შეუცვლია.

4. ლევან მჭედლიძეს საქართველოს ნაკრებში 29 თამაში აქვს ჩატარებული და 2 გოლი გატანილი. ბოლოს მან გოლი 2012 წელს, ამხანაგურ მატჩში ლუქსემბურგს გაუტანა და ეს თამაში 2:1 მოვიგეთ.  ხოლო რაც შეეხება პირველ გოლს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოზე 2007 წელს შოტლანდიას გაუტანა და ეს შეხვედრაც მოგებით 2:0 დავასრულეთ

3. ლევან მჭედლიძე ყველაზე ძვირი 2010 წელს ღირდა, როდესაც "პალერმოში" იყო . მისი ფასი მილიონ ნახევარ ევროს შეადგენდა და დღეს ქართველი შემტევი 700 000 ევრთი ნაკლები ღირს.

2. ქართველმა ფორვარდმა 2016/2017 წლების სეზონში, 43 დღესა და 6 თამაშში, 4 გოლი გაიტანა. ეს ზუსტად იმდენივეა,  რაც თავის კარიერაში ოფიციალურ შეხვედრებში ჰქონდა იტალიაში გატანილი.

1. ლევანმა თავისი პირველი გოლი იტალიაში ბუფონს გაუტანა.  "იუვენტუსი" - "პალერმოს" შეხვედრაში ქართველი მე-60 წუთზე შემოვიდა და 81 წუთზე გაიტანა გამარჯვების გოლი, ეს თამაში 1:2 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს სჰედეგი ტავდამსხმელისტვის კატასტროფააა.ამას დანაკლისად ტვლის ვაისი მის არყოფნასჰი კი გაგვაქ გოლები.
bajo
21:24 11-09-2017
0
ტრამვაც, სპორტსმენის ერთერთი ატრიბუტია. ხშირად ტრამვები გაწუხებს, თუ თამაში არ იცი, ორივე ერთი ოხერია ნამდვილი გულშემატკივრისთვის. ყველას უნდა მოედანზე, თავის გუნდში იდგეს კარგი მოთამაშე, რომელიც თავისი სტაბილური რეზულტატით გაამარჯვებინებს მის გუნდს. ამდაგვარი მიდგომით კი ჩანს რომ თქვენი პროტეჟე ვერ ყოფილა კარგი სპორტსმენი და თავისთავად ფეხბურთელიც.
giorgi-s
15:28 11-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული