21:58 16-09-2017
თორნიკე ოქრიაშვილი გოლით დაბრუნდა [VIDEO]
AutoSharing Option
რაც შეეხება მასპინძელთა გუნდის ჩვენებურ ლეგიონერებს, მეკარე გიორგი ლორია კვლავ სათადარიგო იყო, ხოლო ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია მე-60 წუთზე შევიდა შეცვლაზე.
სხვათა შორის, დაღესტნურმა გუნდმა საკუთარ მოედანზე უკანასკნელად 5 ბურთი 2011 წლის 23 ოქტობმერს გაუშვა ცსკა-სთან და 3:5 წააგო. მათმა დამრიგებელმა ვადიმ სკრიპჩენკომ ნამატჩევს დაიჩივლა, მოწინააღმდეგემ პირწმინდად დაგვჯაბნა, დამსახურებულად მოიგო და სხვადასხვა წონით კატეგორიაში ვართო.
გამარჯვებულთა თავკაცი შალიმოვი აღფრთოვანებული გახლდათ, უფრო ოქრიაშვილის დაბრუნებითა და მის მიერ გატანილი გოლით, თქვა კიდევაც, ასე კარგად დიდი ხანია არ გვიბურთავია და თორნიკემ ძალიან გამახარაო.
ახლა "კრასნოდარს" 21 ქულა აქვს და ჯერჯერობით მე-2 ადგილზეა.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
მრავალ გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენს ფეხბურთელებს!