- ტოტი, პუიოლი, რივალდო, მალდინი... მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის ითამაშებენ
მატჩთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ისაუბრა:
"მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ზაფხულში ხანძარმა ძალიან დააზარალა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონი. ჩვენთან, ფეხბურთის ფედერაციაში, გაჩნდა იდეა, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის -
ამასთან, გადავწყვიტეთ, დაგვეგეგმა საქველმოქმედო მატჩი, რომელიც გარდა იმისა, რომ ფეხბურთის მოყვარულებისათვის დიდი ზეიმი იქნებოდა, ასევე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენაში. სწორედ აქედან დაიბადა იდეა, რომ საქართველოში ქართველ გულშემატკივარს მსოფლიოს საფეხბურთო ვარსკვლავების თამაში ეხილა.
ამ ეტაპზე, გარდა ფეხბურთელებისა, ასევე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ერთ-ერთ გუნდს გერმანელი მწვრთნელი ოტო რეჰაგელი ეყოლება, რომელიც 2004 წელს საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა.
რაც შეეხება გუნდების სრულ შემადგენლობასა და მეორე მთავარ მწვრთნელს, მოგვიანებით გახდება ცნობილი", - აქვეყნებს მუჯირის სიტყვებს სფფ-ის პრესსამსახური.