საქართველოში ეროვნული ლიგის თამაშებზე დასწრება პრაქტიკულად უფასოა. მაგალითად, "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოს" მატჩებზე დასწრება 2 ლარი ღირს, ხოლო მიხეილ მესხის სტადიონზე "ლოკომოტივის" თამაშებზე - 3 ლარი...
თუ ევროპაში გადაწყვეტთ მოგზაურობას ან ამერიკაში დაგაინტერესებთ ქართველი ლეგიონერის თამაში, მათი ხილვა იაფი სიამოვნება არ დაგიჯდებათ. თუ საქართველოში სტადიონებს სიმბოლურ ფასადაც დიდად არ ეტანება ხალხი, აი, უცხოეთში დაბალი ლიგის კლუბების მატჩზე დასწრებამაც კი თქვენი ხელფასის საკმაოდ დიდი ნაწილი შეიძლება წაიღოს.
ქვემოთ ქართველი ლეგიონერების მატჩებზე
ყველაზე დიდი ლეგიონი რუსეთში გვყავს და ყველაზე მეძვირე "სპარტაკია". მოსკოველები წელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ და ჯანო ანანიძის გუნდის მატჩის ბილეთი ნამდვილად ფუფუნებაა. მაღალი ფასით გამორჩეულია კალიფორნიის შტატის "სან ხოსეც", რომლის ღირსებასაც ვაკო ყაზაიშვილი იცავს.
- გურამ კაშია, "ვიტესი", არენა - "გელრედომი" (25 000 კაცი). თამაშობს: ჰოლანდიის ერედივიზიონი, ევროპა ლიგა. ბილეთის ფასი 33 ლარიდან 197 ლარამდე.
- ვაკო ყაზაიშვილი, "სან ხოსე", არენა - "ავაია" (18 000 კაცი). თამაშობს: MLS. ბილეთის ფასი 52 ლარიდან 549 ლარამდე.
- ჯანო ანანიძე, "სპარტაკი", არენა - "ატკრიტიე" (45 360 კაცი). თამაშობს: რუსეთის პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა. ბილეთის ფასი 22 ლარიდან, ჩემპიონთა ლიგაზე - 129 ლარიდან 1249 ლარამდე.
- თორნიკე ოქრიაშვილი, "კრასნოდარი", არენა - "კრასნოდარი" (33 979 კაცი). თამაშობს: რუსეთის პრემიერლიგა. ბილეთის ფასი 7 ლარიდან 215 ლარამდე.
- გიორგი ჭანტურია, "ურალი", არენა - "ესკებე ბანკ" (10 000 კაცი). თამაშობს: რუსეთის პრემიერლიგა. ბილეთის ფასი 5 ლარიდან 15 ლარამდე.
- საბა კვირკველია, "ლოკომოტივი", არენა - "ერჟიდი" (27 330 კაცი). თამაშობს: რუსეთის პრემიერლიგა, ევროპის ლიგა. ბილეთის ფასი 18 ლარიდან 387 ლარამდე
- გიორგი პაპუნაშვილი, "სარაგოსა", არენა - "რომადერა" (34 596 კაცი). თამაშობს: ესპანეთის სეგუნდა დივიზიონი. ბილეთის ფასი 30 ლარიდან 120 ლარამდე.
- ოთარ კაკაბაძე, "ხიმნასტიკი", არენა - "ნოუ ესტადი" (14 591 კაცი). თამაშობს: ესპანეთის სეგუნდა დივიზიონი. ბილეთის ფასი 45 ლარიდან 90 ლარამდე.
- დავით ხოჭოლავა, გიორგი არაბიძე, "შახტარი", არენა - "მეტალისტი" (40 000 კაცი). თამაშობს: უკრაინის პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა. ბილეთის ფასი 5 ლარიდან 129 ლარამდე.
- ვალერიან გვილია, "ბატე", არენა - "ბორისოვი" (13 121 კაცი). თამაშობს: ბელორუსის პრემიერლიგა, ევროპა ლიგა. ბილეთის ფასი 5 ლარიდან 20 ლარამდე.
- დავით სხირტლაძე, მათე ვაწაძე, "სილკებორგი", არენა - "მასკოტ პარკი" (10 000 კაცი). თამაშობს: დანიის სუპერლიგა. ბილეთის ფასი 16 ლარიდან 48 ლარამდე.
- გიორგი ქვილითაია, "რაპიდი", "ალიანც არენა" (28 000 კაცი). თამაშობს: ავსტრიის ბუნდესლიგა. ბილეთის ფასი 36 ლარიდან 892 ლარამდე.
- გიორგი ჩაკვეტაძე, "გენტი", არენა - "გემალკო" (20 000 კაცი). თამაშობს: ბელგიის პირველი დივიზიონი. ბილეთის ფასი 60 ლარიდან 150 ლარამდე.