მარშალ ჟოზეფის სტადიონზე "კრაკოვმა" "პლოცკს" უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა და მეორე ტაიმში მოიპოვეს სტუმრებმა გამარჯვება.
მე-80 წუთზე 1:1 იყო ანგარიში, როცა ქართველმა ნახევარმცველმა მეტოქის მცველს თავბრუ დაახვია და ლამაზი გოლი გაიტანა. 90-ე წუთზე სტუმრებმა კიდევ ერთხელ შეძლეს მეტოქის დამწუხრება და საბოლოოდ მატჩი 1:3 მორჩა.
"პლოცკი" ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-11 ადგილზეა და ქართველების "არკასა" და "კორონას" გაუთანაბრდა.
* * *
რუსეთის ჩემპიონატში "სკა ენერგიამ" სტუმრად 0:3 წააგო "ამკართან". დამარცხებულთა შორის თავიდან ბოლომდე ითამაშა გიორგი ნავალოვსკიმ.* * *
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში აკაკი გოგიას "უნიონმა" "კაიზერსლაუტერნს" უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა. გოგია თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო.