ლეგიონი: გიორგი მერებაშვილის ლამაზი გოლი პოლონეთში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 სექტემბერს, პოლონეთის ექსტრაკლასას მე-10 ტურში, "კრაკოვი"-"პლოცკის" მატჩში გიორგი მერებაშვილმა გოლი გაიტანა.

მარშალ ჟოზეფის სტადიონზე "კრაკოვმა" "პლოცკს" უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა და მეორე ტაიმში მოიპოვეს სტუმრებმა გამარჯვება.

მე-80 წუთზე 1:1 იყო ანგარიში, როცა ქართველმა ნახევარმცველმა მეტოქის მცველს თავბრუ დაახვია და  ლამაზი გოლი გაიტანა. 90-ე წუთზე სტუმრებმა კიდევ ერთხელ შეძლეს მეტოქის დამწუხრება და საბოლოოდ მატჩი 1:3 მორჩა.

"პლოცკი" ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-11 ადგილზეა და ქართველების "არკასა" და "კორონას" გაუთანაბრდა.

* * *
რუსეთის ჩემპიონატში "სკა
ენერგიამ" სტუმრად 0:3 წააგო "ამკართან". დამარცხებულთა შორის თავიდან ბოლომდე ითამაშა გიორგი ნავალოვსკიმ.

* * *
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში აკაკი გოგიას "უნიონმა" "კაიზერსლაუტერნს" უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა. გოგია თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
აი ვინ უნდა იყოს ძირითადში და ბიჭს 15 წუთიც სანატრელი აქვს, ვინც ყნდა თამაშობდეს ზის, და პირიქით. ყკუღმაა ყველაფერი ამ ქვეყანაში, რა წარმატებაზეა საუბარი
vaso
09:18 26-09-2017
0
გილოცავ გიორგი, კიდევ მრავალ გოლის გატანას გისურვებ გუნდშიც და ნაკრებშიც.
gizog
10:22 26-09-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული