11:17 28-09-2017
წიტაიშვილმა მილანის "ინტერს" გაუტანა - ქართველები უეფას ახალგაზრდულ ლიგაში [VIDEO]
AutoSharing Option
კიევის "დინამო" გასვლაზე იტალიის 19-წლამდელთა ჩემპიონს, მილანის "ინტერს" შეხვდა და 2:2 ითამაშა. მე-10 წუთზე ანგარიში კიეველთა თავდამსხმელმა გიორგი წიტაიშვილმა გახსნა. ის 75-ე წუთზე შეცვალეს. საქართველოში კარგად ცნობილი ფეხბურთელის, ფორვარდ კობა წიტაიშვილის ვაჟი უკრაინის მოქალაქეა და ამ ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრების სახელით თამაშობს.
მოსკოვის ცსკა-ს 19-წლამდელებში "მანჩესტერის" წინააღმდეგ ორმა ქართველმა ნახევარმცველმა ითამაშა -კონსტანტინე მარადიშვილი და ნიკიტა მაცხარაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. რუსული არმიის ახალგაზრდული გუნდი ინგლისელებთან 1:2 დამარცხდა. მაცხარაშვილმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო მარადიშვილი 63-ე წუთზე შეცვალეს. ორივე მათგანი რუსეთის მოქალაქეა.
უკვე იცით, რომ "ბურსასფორთან" ორრაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვების შემთხვევაში, "საბურთალო" მეორე წრეში სერბულ "ბროდარაცსა" და ჰაიფას "მაკაბის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. ამ გუნდების შეხვედრა სერბეთის ქალაქ სტარა-პაზოვაში 1:1 დასრულდა. ებრაული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ცენტრალური მცველი ჯიჯი დარასელია, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. ის გორის "დილას" მთავარი მწვრთნელის, გიორგი დარასელიას ვაჟია და ისრაელის 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშობს.
24-ე წუთზე დარასელიამ ყვითელი ბარათი მიიღო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
სატკივარია.იმათ კი ისწავლეს გოლის გატანა...აქ მიხედ მოხედეთ რა ხდება??