12:49 30-09-2017
ოქრიაშვილი ისევ დაშავდა, რამდენად სერიოზულია მუხლის ტრავმა? [VIDEO]
AutoSharing Option
"კრასნოდარის" ქართველმა ნახევარმცველმა ტრავმა ტულის "არსენალთან" 29 სექტემბერს გამართულ მატჩში მიიღო. რუსეთის პრემიერლიგის 12-ე ტურის შეხვედრაში თორნიკე შეცვლაზე, 70-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა სულ რაღაც 9 წუთში ფეხბურთელმა მუხლი იტკინა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
აღსანიშნავია, რომ "კრასნოდარი" ამ დროისთვის კაცნაკლული თამაშობდა (56-ე წუთზე შარლ კაბორე გაუძევეს), ოქრიაშვილის გამოკლების შემდეგ კი სულაც 9 კაცით დარჩა და საბოლოოდ 0:1 დამარცხდა. "არსენალის" სათადარიგოთა შორის იყო, მაგრამ არ უთამაშია გია გრიგალავას.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებს უელსსა და სერბეთთან, შესაბამისად, 6 და 9 ოქტომბერს შინ და სტუმრად გამართავს. გუნდის მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს თორნიკე ნაკრებში ჰყავს გამოძახებული.
მკითხველის კომენტარები / 12 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ქართველი ფეხბურთელების ტრავმების მიზეზი არა უიღბლობა და თარსი რაღაცეები არამედ ბავშვობაში არასწორი ფიზიკური აღზრდააა. ამიტომაა რომ ჩვენი ბიჭები ტრავმებს ხშირად ღებულობენ მუხლი და მყესები ტკივათ სულ, იმიტომ რომ არაა ისე განვითარებული მყესები და მუხლები რომ დიდ დატვირთვას გაუძლონ.
15
1
აუ ამათმა თავიანთი ტრავმებით ტვინი გაბურღეს ერთი ქართველი ფეხბურთელი არ მეგულება ნახევარი კარიერა ტრავმებში რომ არ ქონდეთ გატარებული რა იყო შუშისგან აწყობილები არიან ?
9
8
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული