გიორგი ბერიძემ ისევ გამოიჩინა თავი

AutoSharing Option
სლოვაკეთის პირველობაზე მიჯრით მესამე მატჩი მოიგო "ტრენჩინმა", რომელმაც ამჯერად სახლში მორავეცის "ზლატე" 3:0-ზე დაამარცხა და კვლავ გამოიჩინა თავი 20 წლის ქართველმა ფორვარდმა გიორგი ბერიძემ.

მან ამ შეხვედრაში გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა. გიორგის გუნდი 11 ტურის შემდეგ ჩემპიონატზე 15 ქულით მე-6 ადგილზეა.

ბერიძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ევროშესარჩევ ტურნირზე დანიასთან და ფარერებთან შეხვედრებისათვის მოსამზადებლად შეკრებაზე მიიწვია. ეს მატჩები 6 და 10 ოქტომბერს გაიმარჩება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული