ლეგიონი: მერებაშვილი მატჩის გმირია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი მერებაშვილმა პოლონეთის ექსტრაკლასაში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი პლოცკის "ვისლასა" და "ტერმალიკას" შეხვედრაში (1:0) საგოლე გადაცემით გამოირჩა.

იმის მიუხედავად, რომ პლოცკელები მასპინძლები იყვნენ და ამ მატჩში ფავორიტად მოიაზრებოდნენ, სათამაშო უპირატესობას მაინც სტუმრები ფლობდნენ. პირველმა ტაიმმა უფერულად ჩაიარა და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

თამაშის მეორე ნახევრის 57-ე წუთზე, გიორგი მერებაშვილმა მეტოქის საჯარიმოში მიიღო ბურთი და დარტყმის ნაცვლად ვარელას ზუსტი პასი გაუკეთა, რომელსაც გადაცემის გოლად ქცევა არ გასჭირვებია.

თამაშის შემდეგ გიორგი მერებაშვილი მატჩის გმირად დაასახელეს.

11 ტურის შემდეგ პლოცკის "ვისლა"
მე-7 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მერებაშვილის ფანი არასდროს ვყოფილვარ, ნაკრებში მისი გამოძახების შესახებ დაუსრულებელი მოთხოვნები ყოველთვის გადამეტებული მეგონა, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ სასიამოვნოდ მაკვირვებს მისი თამაში ამ ბოლო დროს და აქ შემთხვევაშიც მაღალი კლასი ეტყობა მის პასს, ასეთი მარტივი გასაკეთებელიც არ იყო, საღოლ გიორგი!
valderrama
14:28 02-10-2017
0
ჩვეულებრივი პასია, დარტყმას არაფერი აზრი ქონდა.სწორად მოიქცა რომ არ დაარტყა. და მაინც გმირობა უფრო სხვა რამე მგონია.
ირაკლი ქუთაისელი
12:42 02-10-2017
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული