მოსკოვის "სპარტაკმა" ჯანო ანანიძეს დაბადების დღე მიულოცა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკმა" თავის ოფიციალურ საიტზე დაბადების დღე მიულოცა ჯანო ანანიძეს, რომელიც დღეს, 10 ოქტომბერს, 25 წლის გახდა.

"სპარტაკი" სულითა და გულით ულოცავს ჯანოს დაბადების დღეს. უსურვებს მას ჯანმრთელობასა და წარმატებულ თამაშს ჩვენს გუნდში", - წერია კლუბის საიტზე.

საქართველოს ნაკრების მცველი მოსკოვის "სპარტაკში" 2009 წლიდან გამოდის. მის ანგარიშზე 132 ჩატარებულ მატჩში გატანილი 16 გოლია.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს მუნდიალის შესარჩევი ციკლის ბოლო ორ მატჩში ვერ დაეხმარა - უელსსა და სერბეთთან. ფეხბურთელი უკვე დაბრუნდა კლუბში, სადაც რეაბილიტაციის კურსს გადის.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა ბედნიერებაა მიულოცა)))... ვის რაში ჭირდება მაგათი მილოცვა კაცს არ ათამაშებენ , მთელი კარიერა სკამზე გაატარებინეს მარადმწვანე პერსპექტიული გახადეს ტიპი :( არადა რა კარგ ფეხბურთელს აფუჭებენ...ესეც შეჩვეულია ამ მოსკოვს და ასათიანივით ვერ მოშორდა ამ ჭაობს :(
ოთო
12 ოქტომბერი 2017 13:57
0
დაგვეხმარე ბიჭო ახლა სულ ბურთები დაახია თავზე მეტოქეებს. კარგით რა ბუზისგან ნუ ქმნით სპილოს.
დათო
12 ოქტომბერი 2017 12:55
0
Vaiss unda acadon..
lasha qutaisii
10 ოქტომბერი 2017 18:14
0
მცველი არა მეკარე კიდე
achi
10 ოქტომბერი 2017 14:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული