"სარაგოსას" მწვრთნელი: ეს გოლი პაპუნაშვილს ძალიან დაეხმარება...

AutoSharing Option
ლა ლიგა 2-ის მე-9 ტურში მეცხრეადგილოსანი "სარაგოსა" ერთ-ერთ აუტსაიდერ "ლორკას" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. გიორგი პაპუნაშვილი 77-ე წუთზე შევიდა მოედანზე და ორ წუთში თავი ლამაზი გოლით გამოიჩინა.

- გიორგი პაპუნაშვილმა სეგუნდაზე გოლი გაიტანა [VIDEO]

22 წლის ქართველმა შემტევმა "სარაგოსაში" პირველად ესპანეთის სამეფო თასზე, "ლუგოსთან" მატჩში გაიტანა, ჩემპიონატში კი ეს მისი პირველი გოლია.

მატჩის შემდეგ "სარაგოსას" მთავარმა მწვრთნელმა ნაჩო გონსალესმა ქართველზეც ილაპარაკა.

"ჩვენთან ყველა ფეხბურთელი ძირითადის წევრია. "პაპუს" გოლი მნიშვნელოვანი იყო. მას ადაპტაცია ჯერ კიდევ არ დაუსრულებია. მისთვის ეს საკმაოდ რთული
პროცესი აღმოჩნდა, მაგრამ ეს გოლი ძალიან დაეხმარება გუნდში დამკვიდრებაში. საამისოდ პაპუნაშვილი ყველაფერს აკეთებს. ის სწორ გზაზეა და ჩვენ ეს გვახარებს", - ამბობს გონსალესი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რამდენი ტალანტი გვყავს უკვე სათვალავიც ამერია, სწორი მიმართულებით თუ წავლენ, ძალიანაც კარგი ნაკრები შეიძლება ჩამოყალიბდეს, ნუ დაკმაყოფილდებით მიღწეულით, გააკეთეთ იმის მაქსიმუმი, რაც ღმერთმა მოგმადლათ და მიიღეთ სიამოვნება იმისგან, რასაც აკეთებთ. წარმატებები ყველას!
ბმბ
13 ოქტომბერი 2017 12:10
1
ძალიან მინდა ამ ბიჭმა იმედები გაამართლოს. ეროვნულ ნაკრებს ნამდვილად სჭირდება ახალი მოთამაშეები.
მერაბი
13 ოქტომბერი 2017 12:34
1
მიდი პაპუ
gio
13 ოქტომბერი 2017 11:13
1
მას ადაპტაცია ჯერ კიდევ არ დაუსრულებია. მისთვის ეს საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა
ესაა ჩვენი პრობლემა!
ადაპტაცია
13 ოქტომბერი 2017 14:57
2
გიორგი ერთხელ უკვე იყო წასული და ადაპტაცია მაშინ ძალიან გაუჭირდა,მაგრამ ახლა ასაკიც უკვე სხვაა და გამოცდილებაც აქვს,ასე რომ მისი იმედი მაქვს.
სოსო
13 ოქტომბერი 2017 18:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული