ლეგიონის ანონსი: კალიფორნიელები კანადაში ვაკოს გოლს ელოდებიან

AutoSharing Option
დღეს ქართველ ლეგიონერთა ძირითადი ნაწილი ქვეყნის თასებზე იასპარეზებს.

15:30
"ბატასზეკი"-"ბალმაზივაროში": დღეს გაიმართება უნგრეთის თასის 1/32-ფინალი. ბაჩანა არაბულისა და ირაკლი მაისურაძის კლუბი სამოყვარულო გუნდს უპირისპირდება და ქართველებს ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ.

"ბრაილა"-ბუქარესტის "იუვენტუსი":
ნიკა ძალამიძის "იუვენტუსი" რუმინეთის თასის 1/16-ფინალში ადგილობრივი ჩემპიონატის მეორე ლიგის გუნდს უპირისპირდება და ქართველი ნახევარმცველი, დიდი ალბათობით, სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

16:30
"რაბოტჩნიკი"-"ვარდარი": მაკედონიის ლიგის აუტსაიდერს დაუპირისპირდება ჯაბა ჯიღაურის "ვარდარი" და მომდევნო სამი ქულის ჩაწერას შეეცდება. ქართველი შემტევი, ალბათ, პირველივე წუთიდან ჩაერთვება თამაშში.

20:00
"ჩობრი"-არკა გდინია": პოლონეთის თასის მეოთხედფინალში ლუკა ზარანდიას
"არკა" შეეცდება, ტურნირიდან გამოთიშოს რანგით მეორე ლიგის გუნდი და ნახევარფინალში გავიდეს. ზარანდია, სავარაუდოდ, სათადარიგო იქნება.

"ზორია"-"შახტარი": უკრაინის თასის მერვედფინალში დავით ხოჭოლავას "შახტარს" რთული მატჩი ელის, მაგრამ არ არის გამორიცხული, დონეცკურმა გუნდმა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები დაასვენოს, რადგან მალე "ფეინიორდთან" უწევთ შეხვედრა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა უფრო პრიორიტეტულია.

22:30
"აუსტრია"-"რაპიდი": რამდენიმე დღის წინ ზუსტად იმავე დაპირისპირებაში გიორგი ქვილითაიას "რაპიდმა" 1:0 გაიმარჯვა. ქვილითაიას გუნდის მთავარი მწვრთნელისგან მუდმივად ეძლევა შანსი და სავარაუდოდ, დღესაც ძირითადში ვიხილავთ.

06:30
"ვანკუვერი"-"სან ხოსე": ვაკო ყაზაიშვილმა 10 დღის წინ გოლი გაუტანა კანადელებს და გუნდს მისცა შანსი პლეი-ოფში გასასვლელად. წინა მატჩი 1:1 დასრულდა. დღეს ეს გუნდები პლეი-ოფში უპირისპირდებიან ერთმანეთს და ფავორიტად მასპინძლები ითვლებიან. ვაკო ყაზაიშვილს ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს კალიფორნიელი ფანების და გუნდის მხრიდან, მის გოლს კი ათასობით ამერიკელი ელოდება.
- ვაკო ამერიკას იპყრობს! მორიგი გოლი ვანკუვერში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
რამდენი ქართველი თამაშობს მსოფლიოს უამრავ ქვეყნებში, მათ შორის დემოკრატიის ფორპოსტში ამერიკაში,მაგრამ არცერთს არ გამოუდია თავი მესაჯდომეების დაცვაზე,გამომივიდა ეს კაშია დიდი უფლებადამცველი და დისიდენტი.
კაშია სამარცხვინო ხარ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
15:36 25-10-2017
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული