5 წარუმატებელი ტრანსფერი ბელგიაში: ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე და სხვები...

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ისტორიას უამრავი წარუმატებელი ტრანსფერი ახსოვს და წარმატებული ტრანსფერები ძალიან რთული საძიებელია.

ბოლო პერიოდში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებში გამოჩნდა პერსპექტიული ფეხბურთელები, რომლებსაც ნაკრების მომავლად მივიჩნევდით. ესეთ ფეხბურთელებს უცხოელი სკაუტები მუდმივად აკვირდებიან და საჭირო შემთხვევაში ფულსაც არ იშურებენ.

ბოლო პერიოდში "მომავლის ფეხბურთელების" ძირითადი ნაწილი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ბელგიაში აღმოჩნდა.

ბელგიის ჩემპიონატი ევროპის ჩემპიოანტებს შორის მე-9 ადგილს იკავებს და უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი მდევარია.

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ბოლო პერიოდის ხუთ ყველაზე წარუმატებელ ტრანსფერს ბელგიაში.

5. ლუკა ზარანდია
Sportall.Ge

თუ გერმანულ "ტრანსფერმარკეტს"
დავუჯერებთ, 2014 წლის 1 ივლისს "გენკმა" ლუკა ზარანდია თბილისის "ლოკომოტივისგან" 800 000 ევროდ შეიძინა. 18 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კლუბთან 2+2 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და 14 ნომრიანი მაისური გადასცეს.

ორი წლის განმავლობაში ლუკა ზარანდია მთავარ გუნდთან ერთად ემზადებოდა, მაგრამ მას ერთხელაც არ მისცემია შანსი, რომ ოფიციალურ შეხვედრაში მიეღო მონაწილეობა. საბოლოოდ 20 წლის ლუკა თბილისის "ლოკომოტივში" დაბრუნდა, ხოლო ნახევარ წელიწადში თავისუფალი აგენტის სტატუსით კარიერა პოლონეთის "არკაში" გააგრძელა.

4. გიორგი ბერიძე
Sportall.Ge
2015 წელს, 18 წლის გიორგი ბერიძე "ზესტაფონიდან" გადაბარგდა, "გენტის" 19-წლამდელთა გუნდში. სადაც ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგის სამ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა, ერთი წლის შემდეგ კი დუბლებში გადაიყვანეს.

მოგვიანებით, 2017 წლის ზამთარის სატრანსფერო პერიოდის დროს, ზაფხულამდე "ტრენჩინში" გაანათხოვრეს, სადაც 13 მატჩში 4 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. ზაფხულში კლუბის ხელმძღვანელობას არც გაყიდვა უნდოდა და ამავდროულად ფიქრობდნენ, რომ ძირითადში თამაშის შანსი მცირე ჰქონდა.

საბოლოოდ, გიორგისთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ, 2-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს და სლოვაკეთში კიდევ 6 თვით გაანათხოვრეს

3. ჯიმი ტაბიძე
Sportall.Ge
2014-2015 წლებში, "საბურთალოსა" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი უცხოელთა ინტერესს იწვევდა. ის კლუბმა ჯერ "ლივერპულში" გაუშვა, შემდეგ მადრიდის "რეალში", ხოლო  ზამთარში, დიუსელდორფის "ფორტუნაშიც" იყო ტესტირებაზე.

1 ივლისს კი, "გენტში" გადავიდა და როგორც, ბელგიელები იძახოდნენ მთავარ გუნდში უნდა ეთამაშა. საბალოოდ ტაბიძე მალე აღმოჩნდა "გენტის" დუბლებში.

წელიწადნახევრის შემდეგ კი რუსეთის პრემიერლიგაში ნახევარი წლით "ურალში" გაანათხოვრეს, 2017 წლის ზაფხულში კი "უფაში" გაუშვეს და ასე დამთავრდა ორივე მხარის ურთიერთობა.

2. თორნიკე ოქრიაშვილი
Sportall.Ge
2014 წელს 22 წლის თორნიკე ოქრიაშვილი "შახტარიდან" "გენკში" გადავიდა.  მან თავიდან კარგად დაიწყო თამაში, თუმცა შემდეგ თანაგუნდელთან ჩხუბში და ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვაში გამოიჭირეს. ამას მოყვა სანაკრებო თამაშიდან ბელგიაში არ გამოცხადება და სანქცია, რომლის წყალობითაც თორნიკე დუბლებში მოხვდა.

2016 წლის იანვარში "ესქიშეჰირსფორში" გაანათხოვრეს, ნახევარ წელიწადში უკან დაბრუნებული ოქრიაშვილი თავისუფალი აგენტი გახდა. ამის შემდეგ ქართველ შემტევს ტრანსფერი ჩაეშალა "მარსელში" და "კრასნოდარში" აღმოჩნდა.

1. გიორგი ჩაკვეტაძე
Sportall.Ge
2017 წლის "წლის ქართული ტრანსფერი", დიდი ფიასკო გამოდგა. "გენტმა" ყველას დაასწრო და ჩაკვეტაძესთან წინასწარი 3-წლიანი კონტრაქტი ივნისის ბოლოს გააფორმა.

როგორც აღმოჩნდა "ბაიერნი" მზად იყო, ქართველ ტალანტში 6 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ... რადგან თბილისურ კლუბსა და ჩაკვეტაძეს "გენტთან" შეთანხმება უკვე გაფორმებული ჰქონდათ, ბელგიელებმა მისი დათმობა აღარ ისურვეს.

რომან ფიფიას ინტერვიუს თუ გავიხსენებთ მან ესეთი რაღაცა თქვა: "დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, რომ ჩაკვეტაძეს "გენტში" ათამაშებდნენ, არ გავუშვებდი. მაგრამ კლუბის პრეზიდენტს ველაპარაკე და მივხვდი - გიორგისთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები
აქვთ. მეშინოდა, იგივე არ მოსვლოდა, რაც ბოლო წლებში სხვა ქართველებს მოუვიდათ, მაგრამ მეპატრონისა და დირექტორისგან დასტური მივიღე. "

რა მოხდა რეალურად? გიორგი ჩაკვეტაძე ბოლო 8 თამაშში მხოლოდ ერთხელ ვიხილეთ სტადიონზე და ისიც 8 წუთით. ბოლო ხუთ მატჩში კი განაცხადშიც არ მოხვედრილა.

სად არის გიორგი? ჩაკვეტაძე გენტის 19-წლამდთა გუნდთან ერთად ვარჯიშობს და რამდენიმე შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.


დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბელგიის ჩემპიონატი ქართველი ფეხბურთელებისთვის არ არის სასარგებლო. რა თქმა უნდა ყველაფერს ბელგიელებს ვერ დავაბრალებთ, თუ ფეხბურთელი გამორჩეულია და შეუძლია, რომ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყოს, მისი ძირითად შემადგენლობაში ყოფნა მწვრთნელსაც აწყობს და კლუბსაც.
მკითხველის კომენტარები / 31 /
ჩაკვეტაძის ტრანსფერი რატო ჩათვალეთ უკვე წარუმატებლად? თვეზე მეტია ტრავმა აქვს და რეაბილიტაციას გადის. რაღაც თუ არ იცით გაარკვიეთ და მერე დაწერეთ სტატია.
qwerty
10:48 15-11-2017
1
როგორ ყველაფერს ყოველთვის სხვებს ვაბრალებთ, კარგ ფეხბურთელი ძირითადში ყველას ძალიან ჭირდება გინდა გენკი იყოს გინდა ყვარელის დურუჯი,
ევროპულ კლუბებში ფეხს რომ ვერ იკიდებენ მიზეზი ისევ ჩვენი ფეხბურთელებში უნდა ვეძიოდ.
fani
13:35 04-11-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული