აირჩიე ოქტომბრის თვის საუკეთესო ლეგიონერი

AutoSharing Option
Sportall.ge მკითხველს სთავაზობს ოქტომბრის თვის საუკეთესო ლეგიონერების კანდიდატურებს.

მაშ ასე, თქვენ წინაშე არიან ლეგიონერები, რომელთაც, ჩვენი აზრით, ყველაზე მეტად გამოიჩინეს თავი ოქტომბერში, საუკეთესო კი თქვენ უნდა ამოირჩიოთ.

ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა

ტრავმის შემდეგ სულ რაღაც ორი თამაში ითამაშა და პოლონურ-ქართული მედია აალაპარაკა.

"გორნიკთან" ბოლო 31 წუთში შეცვლაზე შეიყვანეს, 3:1-ს აგებდა "კორონა" და იმდენად იაქტიურა, რომ საგოლე გადაცემაც მიითვალა და გუნდს ფრის მიღწევაში დაეხმარა.

ბოლო მატჩში "ლეხიასთან" პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა და მწვრთნელმა მისი დასვენება გადაწყვიტა.
საბოლოოდ პოლონეთის ეკსტრაკლასას მე-14 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

- ნიკა კაჭარავა ექსტრაკლასას მე-14 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
- ტრავმამორჩენილმა კაჭარავამ "ლეხიას" დუბლი შეუსრულა [VIDEO]

საბა კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი)

ოთხი შეხვედრა ჩაატარა რუსეთის პრემიერლიგაში და 3-ჯერ ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ერთი მატჩი კი ევროპა ლიგაზე ითამაშა "შერიფის" წინააღმდეგ. საბა რუსეთში ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული მცველია, მოსკოვის "ლოკომოტივი" კი ჩემპიონატს ლიდერობს.

გიორგი ნავალოვსკი (სკა, რუსეთი), 1 გოლი


იმის მიუხედავად, რომ ქართველი ლეგიონერის გუნდი რუსეთის პრემიერლიგაში ბოლო ადგილზეა, ნავალოვსკი ერთ-ერთი ნათელი წერტილია გუნდში. ბოლო დროს გუნდის ქომაგის მხრიდან სოციალურ ქსელებში გახშირდა ნავალოვსკისთვის "გატუზოს" წოდება. საქართველოს ნაკრების მცველმა ოქტომბერში ოთხი თამაში ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

- გიორგი ნავალოვსკიმ თასზე გაიტანა და სკა მეოთხედფინალშია [VIDEO]

გიორგი მერებაშვილი (პლოცკი, პოლონეთი), 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა

მერებაშვილმა ოქტომბერში 4 შეხვედრა ჩაატარა და პლოცკელთა შეტევის ლიდერია, თითქმის ყველა შეტევას პოლონურ კლუბში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი იწყებს. ქართველმა ქომაგმა მისი ბოლო პერიოდის თამაშს "გედის სიმღერა" უწოდა, მაგრამ ეს რამდენად რეალური შეფასებაა, ეს სეზონი გვიჩვენებს.

- მერებაშვილმა მორიგი საგოლე გადაცემა მიითვალა [VIDEO]

საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა

ვლადიმირ ვაისმა საბა ლობჟანიძე ნაკრებში იხმო და ეს მისი შანსია თავის გამოსაჩენად. ქართველმა ლეგიონერმა 4 თამაში ჩაატარა დანიაში და "რანდერსისგან" განსხვავებით, კარგად გამოიყურებოდა. "რანდერსი" დანიის სუპერლიგაში ბოლო ადგილზეა.

- ლობჟანიძემ დანიის პირველობაზე პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]

ვახტანგ ჭანტურიშვილი (ტრნავა, სლოვაკეთი), 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა


ჭანტურიშვილისთვის ოქტომბერი ნამდვილად კარგი თვე იყო, სამი მატჩი ჩაატარა და სამივეში თავი გამოიჩინა. ტრნავის "სპარტაკი" ჩემპიონატის ლიდერია და უახლოეს მდევარს 9 ქულით უსწრებს.

- ვახტანგ ჭანტურიშვილის შესანიშნავი საგოლე გადაცემა [VIDEO]

ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე, ამერიკა), 2 გოლი

საქართველოს ნაკრების შემტევი ნოემბრის საუკეთესო ლეგიონერების გამოშვებაში ვერ მოხვდება, რადგან "სან ხოსემ" სეზონი დაასრულა. ვაკომ 4 მატჩი ჩაატარა ოქტომბერში და "ვანკუვერისთვის" გატანილი გოლი გამოდგა გადამწყვეტი, რითიც კლუბმა პლეი-ოფის მერვედფინალში ითამაშა. სამწუხაროდ, "სან ხოსე" პლეი-ოფში კვლავ "ვანკუვერს" შეხვდა და 5:0 განადგურდა.

- ვაკო ამერიკას იპყრობს! მორიგი გოლი ვანკუვერში [VIDEO]

გამოკითხვაში მონაწილეობა შეგიძლიათ აქ: აირჩიე ოქტომბრის თვის საუკეთესო ლეგიონერი
მკითხველის კომენტარები / 9 /
კაჭარავა
gorgi
04 ნოემბერი 2017 09:05
0
კაშია
ლევან
03 ნოემბერი 2017 16:40
0
ნიკა კაჭარავა
ლევან
03 ნოემბერი 2017 16:39
0
მერებაშვილი და კვირკველია
shako
02 ნოემბერი 2017 21:52
0
კაშია
temo
02 ნოემბერი 2017 16:05
2
კაშია!!!!!! დღეს ის საუკეთესოა!!!
gulsunda
02 ნოემბერი 2017 15:30
3
სორე ხოჭოლავა?
hm
02 ნოემბერი 2017 15:26
2
სად არის გურამ კაშია?
რეზო
02 ნოემბერი 2017 15:03
1
გურამიკო კაშიას ეკუთვნის, ევროპა ლიგაზე ისეთი მოხდენილი თავური შეაგდო, ხოლო ჩემპიონატში კი ისეთი სამკლავური ეკეთა, რომ წლის საუკეთესოდაც უნდა დასახელდეს
llcl
02 ნოემბერი 2017 14:56
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული