სხირტლაძემ ლიდერს გოლი გაუტანა, მაგრამ მისი გუნდი მაინც დამარცხდა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დანიის სუპერლიგის მე-17 ტურში დავით სხირტლაძის "სელკებორგი" სახლში 1:3 დამარცხდა ლიდერთან "ბრონდბიუსთან.

მატჩში, რომელსაც 5 777 მაყურებელი დაესწრო, ანგარიში 33-ე წუთზე სხირტლაძემ თავურით გახსნა, მაგრამ შემდეგ სტუმრებმა სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და მორიგი 3 ქულა მოიპოვეს.

დავითმა შეუცვლელად ითამაშა, მისი თანაგუნდელი მათე ვაწაძე კი 79-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

"სილკებორგი" სატურნირო ცხრილში 14 ქულით ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული