თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ შესაძლოა, კარიერა უკრაინაში, კერძოდ, ლვოვის "კარპატიში" გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Sportanalytic.com ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 51 წლის სპეციალისტი "კარპატის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მთავარი კანდიდატია და გუნდს ამ ზამთარს ჩაიბარებს.
ამ დროისათვის "კარპატის" დროებით ოლეგ ბოიჩიშინი ხელმძღვანელობს.