ნიკა კაჭარავას თამაში აღარ მისდის და "კორონას" საქმე წაუხდა

AutoSharing Option
3 ნოემბერს პოლონეთის ექსტრაკლასაზე ქართველმა ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ "კორონას" "შლიონსკთან" გამარჯვებაში (3:0) დიდი წვლილი შეიტანა: გოლიც გაიტანა, საგოლე გადაცემაც გააკეთა და მისი გუნდი ლიდერთა შორის აღმოჩნდა.

სამწუხაროდ, მას შემდეგ ჩემპიონატის 5 და თასის 1 შეხვედრაში ნიკას თავი არაფრით არ გამოუჩენია. წუხელ, პირველობის მე-20 ტურში კელცელები ბელოსტოკში (მატჩს 22 432-იან სტადიონზე 4 774 მაყურებელი დაესწრო) 1:5 განადგურდნენ "იაგელონიასთან" და სატურნირო ცხრილში 30 ქულით მე-5 ადგილზე არიან.

კაჭარავა შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, როდესაც 1:3-ს აგებდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული