დვალმა აუტსაიდერი "პოგონის" შემადგენლობაში, "არკას" წინააღმდეგ მოგებულ (1:0) შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.
სრული სათამაშო დრო მიეცა გიორგი მერებაშვილსაც. 31 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ვარშავის "ლეგიას" დამარცხებაში (2:0) თავისი წვლილი შეიტანა.
პოლონეთის ჩემპიონატში 21-ე ტურის შემდეგ შესვენება გამოცხადდა. "ექსტრაკლასა" 2018 წლის 9 თებერვალს განახლდება.