The Sun: "ვესტ ბრომვიჩი" და "ლესტერი" საბა კვირკველიას შეძენას აპირებენ

AutoSharing Option
"სანის" ცნობით, მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველი ცენტრალური მცველის საბა კვირკველიას სამსახურით "ვესტ ბრომვიჩი" და "ლესტერი" არიან დაინტერესებული და არაა გამორიცხული, იანვარში პრემიერლიგაზე გააგრძელოს კარიერა.

გამოცემის მტკიცებით, კვირკველის ტრანსფერზე ეს კლუბები მალე მიმართავენ "ლოკოს" წინადადებით და დარწმუნებული არიან, რომ თავდადებულად მოასპარეზე ქართველს, რომელმაც რუსეთის ჩემპიონატის პირველ წრეში დიდებულად ითამაშა, ინგლისურ ფეხბურთში ადაპტაცია არ გაუჭირდება. თავად საბას თურმე, კარიერის პრემიერლიგაზე გაგრძელება სურს.

"ლოკომოტივი" ქართველ მცველს 18 მილიონ ფუნტად აფასებს, მაგრამ მწვრთნელს იური სიომინს მისი გაყიდვა არ უნდა, რადგან შემადგენლობის შენარჩუნებას ცდილობს. კვირკველიას რკინიგზულ
კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
მკითხველის კომენტარები / 23 /
"ლესტერი" კარგ და გააზრებულ ფეხბურთს თამაშობს. არ არის ცუდი ვარიანტი.
მერაბი
20 დეკემბერი 2017 22:39
0
პრემიერ ლიგის გუნდში მაგარ გამოცდილებას მიიღებს, ტემპს აუწევს და მაგარი კლასნი მცველი გვეყოლება აუცილებლად დაუფასდება თავდაუზოგავი შრომა რასაც საბა აკეთებს, წარმატებები ძმაო
ManЧестერი
20 დეკემბერი 2017 21:47
2
არ წავიდესო რო წერთ, ბევრი "ტალანტი" და "ქართული ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავი" ვინც რუსეთში მოხვდა ხო ვეღარ გააღწია და ჩალპა და ჩაიკარგა იქ. ძლივს შანსი მიეცა ვიღაცას რო პრემიერლიგაში(!) ითამაშოს, და უარი უნდა თქვას?
ირაკლი
21 დეკემბერი 2017 14:02
1
ლეისისტერში გადასვლა ურიგო არ არის თუ მართლაც ასეა. უესტ ბრომვიჩი გავარდნის პირას არის, მათთან გადასვლას აზრი არ აქვს.
niko
20 დეკემბერი 2017 21:48
0
წარმატებები ღმერთი შენსკენ
roma-ni
20 დეკემბერი 2017 21:12
0
ამ ზამთრის ტრანსფერზე უარი უნდა თქვას,რადგან ლოკომოტივი რუსეთის ჩემპიონი გახდება უეჭველი და ტიტულია მაინც რაც არუნდა იყოს რუსეთის ჩემპიონატი აღარ არის ხელწამოსაკრავი და რუსეთის ჩემპიონობა აღარ არის იოლად მისაღწევი.......
qutaiseli
21 დეკემბერი 2017 09:16
1
აუცილებლად უნდა გარისკოს და გადავიდეს.თუ მოუმატა და გაქაჩა ხომ კარგი და თუ არადა რუსეთში ყოველთვის დაბრუნდება.
თემო
21 დეკემბერი 2017 03:00
0
კარიერა კიბეზე ასვლას გავს თუ ნაბიჯს დააგვიანებ დაეცემი და თუ სწრაფად ააბიჯებ მაინც დაეცემი... ამიტომ ყველაფერი მისი გადასაწყვეტია რო ნაბიჯი მაშინ გადადგას როცა საჭიროა. იმედია ყველაფერს დროულად გააკეთებს ... წარმატებები საბას და ცუდ დღეში ჩავარდნილ ქართულ ფეხბურთს..
რიგითი გულშემატკივარი
21 დეკემბერი 2017 08:56
0
ნებისმიერ ტოპ ლიგის ნებისმიერ გუნდში გადავიდეს მაქვს დიდი იმედი მოახრხებს თავის გამოჩენას და ყურადღებასაც მიიპყრობს.
კახა
20 დეკემბერი 2017 22:16
0
კი ეს ეგრეა 70 უნდა შედიოდეს მაგრამ თუ კლუბი სერიოზულად დაინტერესდა მაშინ მისცემენ თამაშის უფლებას, სომხეთიც არაა 70 მაგრამ კი თამაშობს მიხიტარიანი მანჩესტერში
achi
21 დეკემბერი 2017 13:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული