Fclmnews.ru: გიორგი ჭანტურიას რუსეთში დრიბლინგი საუკეთესოდ გამოსდის

AutoSharing Option
რუსულმა საიტმა fclmnews.ru-მ ადგილობრივი პრემიერლიგის საუკეთესო დრიბლინგის ავტორები გამოაქვეყნა, სადაც პირველ ადგილზე "ურალის" ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია გავიდა.

"ჭანტურია რეიტინგის ამჟამინდელი ლიდერია. იგი  ადრეც გამოირჩეოდა საკუთარი დრიბლინგით.

სამწუხაროა, რომ დრიბლინგი ერთადერთია, რასაც იგი კარგად აკეთებს", - ნათქვამია სტატიაში.

ჭანტურიას დრიბლინგის მაჩვენებელი საშუალოდ მატჩში 11-ს უტოლდება.

ათეული კი ასე გამოიყურება:

1) გიორგი ჭანტურია (ურალი)
2) ვანდერსონი (კრასნოდარი)
3) ბერნარდ ბერიშა (ახმატი)
4) ალექსანდრ გოლოვინი (ცსკა)
5) ვიტინიო (ცსკა)
6) მაქსიმ კაზანკოვი (სკა-ენერგია)
7) სამბა სოუ (დინამო)
8) ერიკ ბიფალვი (ურალი)
9)
ოლეგ დაჩენკო (ანჟი)
10) კვინსი პრომესი (სპარტაკი)


მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ჭანტურიამ გუნდზე თამაში და მუშაობა ისწავლა,ყველასათვის და პირველ რიგში მისთვისვე, გაცილებით უკეთესი იქნება.
სოსო
19:47 08-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული