ყაზახური მედიის ცნობით, ქართველი ფეხბურთელი "ირტიშის" შემადგენლობაში უკვე ჩაირიცხა, თუმცა ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
დაუშვილი ბოლოს უნგრული კლუბის, "დიოშდიორის" ღირსებას იცავდა, იქამდე კი ლვოვის "კარპატიში" ირჯებოდა.
მის გარდა, "ირტიშმა" კიდევ ერთი ნახევარმცველი, ავრემია ადრიანი დაიმატა.
"ირტიშმა" ყაზახეთის ჩემპიონატი 48 ქულით მე-4 ადგილზე დაასრულა.