ამ დროისთვის, "რიუ ავე" პორტუგალიურ პრიმეირა ლიგაში მე-5 ადგილზეა და ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვის.
"ლელო" პორტუგალიაში დაუკავშირდა გიორგი მაკარიძეს და ინტერვიუ ჩაწერა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
- რას იტყვით თქვენს ახალ გუნდზე, ინფრასტრუქტურა როგორია, რა მიზნები აქვს, მწვრთნელს და ხელმძღვანელობას თუ ელაპარაკეთ?
- გუნდის მიზანი ევროპალიგაში მოხვედრაა. მწვრთნელზე კი ცალკე და ბევრი შემიძლია ვილაპარაკო. თამამად ვიტყვი - მიგელ კარდოსო ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია პორტუგალიაში. აქ
- "რიუ ავეში" გადასვლას, ალბათ, წინ გადადგმულ ნაბიჯად თვლით...
- რა თქმა უნდა! ამ გუნდში თამაშობდნენ ობლაკი, ედერსონი (დღეს "ატლეტიკოსა" და "მანჩესტერ სიტის" მეკარეები - ავტ.) და კარგად იცით, სადაც არიან ახლა. ანუ იმის თქმა მსურს, რომ აქ მეკარეებთან მაღალ დონეზე მუშაობენ.
ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლია იხილოთ Lelo.ge-ზე