ვახტანგ ჭანტურიშვილმა "ზორიას" გოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
თურქეთის ქალაქ ბელეკში შეკრებაზე მყოფმა სლოვაკეთის ჩემპიონატის ლიდერმა ტრნავის "სპარტაკმა" ამხანაგურ-საკონტროლო მატჩში ლუგანსკის "ზორია" დაამარცხა 2:1.

ეს შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა "სპარტაკის" ქართველმა ნახევარმცველმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა, რომელმაც 33-ე წუთზე ლოვასს საგოლედ უპასა, 68-ე წუთზე კი მცველების შეცდომით ისარგებლა და თავად გაიტანა გოლი.

ვახტანგი თავისი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, სლოვაკეთის მიმდინარე ჩემპიონატის 18 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მისი გუნდი შეკრებაზე კიდევ 4 შეხვედრას ჩაატარებს, 17 თებერვალს კი ქვეყნის პირველობა განახლდება და მორავცეს "ზლატეს" სტუმრად დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნაკრებში არ დაუძახოთ, Gმერთი არ გაგიწყრეთ. პენსიონერები და უთამაშებლები არ ჯობია? გამოცდილება ხომ აქვთ.
ვასო
17:36 23-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული