გიორგი მაკარიძე "რიო ავეში" ისევ სათადარიგო იყო

AutoSharing Option
იმედი გვქონდა, რომ "მორიერენსედან" "რიო ავეში" გადასული საქართველოს ნაკრების 27 წლის გოლკიპერს გიორგი მაკარიძეს ახალ გუნდში სტაბილურად მოუწევდა თამაში, მაგრამ ისევე როგორც წინა შეხვედრაში "ბოავიშტასთან", პორტუგალიის ჩემპიონატის მე-20 ტურში "პორტიმონენსესთანაც" მწვრთნელმა მიგელ კარდოსომ კარში რუი ვიეირა ჩააყენა.

"რიო ავე" 1:4 დამარცხდა, 33 ქულით მე-5 ადგილზეა და 3 თებერვალს შემდეგ ტურში ლისაბონში "ბენფიკას" ხვდება.

არადა, გიორგიმ თქვა, რომ ახალ გუნდში ძირითად მეკარეობას პირდებოდნენ და ეგებ, "პორტიმონენსესთან" განადგურების შემდეგ, "ბენფიკასთან" ათამაშონ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბენფიკასთან დააყენებენ მგონია. მალე უნდა აკრიბოს ფორმა, თუ ძირითადში დაჯდა და გუნდი ევროპაზე გავიდა, უკეთეს გუნდშიც მოხვდება, მთავარია ნაკრებს საიმედო მეკარე ეყოლება.
ვასო
30 იანვარი 2018 13:21
0
ერთი წლის უთამაშებელი გინდათ პარდაპირ ჩააყენონ? ეხლა მიცემენ შანსს და დარწმუნებული ვარ გამოიყენებს, წარმატებები გიორგი შენი იმედი გვაქვს, საქართველოს ნაკრებს ჭირდები ერთა თასზე და ევროპის ჩემპიონატზეც. ღმერთი შენსკენ.
roma
30 იანვარი 2018 12:11
0

სიახლეები პოპულარული