ირაკლი სიხარულიძე: "სლოვაცკოში" გადასვლა ვლადიმირ ვაისმა მირჩია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილი ფორვარდი ირაკლი სიხარულიძე კარიერას "სლოვაცკოში" განაგრძობს. ფეხბურთელი უკვე ჩავიდა ჩეხეთში და კლუბთან ხელი 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა.

როგორც მან აღნიშნა, ის ჩეხეთში სათამაშოდ საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისისა და "საბურთალოს" ამჟამინდელ ფორვარდ დიმიტრი ტატანაშვილის რჩევით გადავიდა, რომელიც ადრე ჩეხეთის ჩემპიონატში ასპარეზობდა.

"დიმიტრი ტატანაშვილმა და ვლადიმრ ვაისმა მირჩიეს, რომ ჩეხეთის ჩემპიონატში გადავსულიყავი. ნაკრების მწვრთნელმა ვაისმა მითხრა, რომ ჩეხეთში კარგი კონკურენციაა, რაც ფორვარდს გასავითარებლად გამოადგება.

"სლოვაცკო" ჩემს კარიერაში ახალი გამოწვევაა და კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია. რამდენ გოლს
გავიტან ჩეხეთის ლიგაში? არ ვიცი, თავში ჯერჯერობით ამის შესახებ არანაირი აზრი არ მომდის. მსურს, რომ ადაპტაცია მალევე გავიარო და გუნდს ჩემი კარგი თამაშით დავეხმარო.

ეს ჩემი პირველი უცხოური კლუბია. გუნდთან ერთად ვარჯიში უკვე ჩავატარე, "სლოვაცკოს" არაჩვეულებრივი სტადიონი აქვს", - აღნიშნა სიხარულიძემ "სლოვაცკოს" ოფიციალურ საიტთან საუბრისას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული