ფინურ პრესაში ეწერა - ჩვენ მხოლოდ 3 ქართველი გვახსენდება: იოსებ სტალინი, საშა ჩივაძე და ირაკლი სირბილაძე

AutoSharing Option
ირაკლი სირბილაძე ფინეთის მე-3 ლიგის კლუბში გადაბარგდა. ფეხბურთელმა "იიპოსთან" კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა. საინტერესოა, რა დონეა ფინეთის მე-3 ლიგაში და რატომ აირჩია ფეხბურთელმა აღნიშნული კლუბი.

Sportall.ge სირბილაძეს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვით მიმართა.

-როგორც ვიცით ფინეთის მე-3 ლიგის გუნდში გადახვედით. საიდან მოხდა ეს ტრანსფერი, როგორ დაგიკავშირდათ გუნდი?
-მქონდა შემოთავაზებები სხვა ლიგებიდანაც, მაგრამ აქ ვამჯობინე. უკეთესი პირობებია სხვა სამომავლო გეგმების გამო.

-რატომ არჩიეთ მე-3 ლიგის კლუბი უფრო ზედა დივიზიონის კლუბს? ფინანსურად იყო მომგებიანი თუ რატომ?
-ბევრი მიზეზის გამო... სამომავლოდაც ისეთი პირობა შემომთავაზეს
რომ აქ მერჩია. კარგი გეგმები აქვს გუნდს, უფრო წინა დივიზიონებში გადასვლა უნდა და ჩემთვისაც ეს ყველაფერი საინტერესოა.

-რა შეგიძლიათ გვითხრათ კონკრეტულად გუნდზე? რა იქნება მისი მიზანი?
-ჯერ პირველ ლიგაში, ხოლო შემდეგ უმაღლესში გადასვლა. საკმაოდ კარგი გუნდია და ამისთვის ბრძოლა შეუძლია.

-თუ შეგიძლიათ შეადაროთ ფინეთის მე-3 ლიგა და მათი ინფრასტრუქტურა ქართულ გუნდებს?
-აქ ინფრასტრუქტურაზე ლაპარაკიც არაა. არამარტო ფეხბურთში, ყველა სპორტში მოწესრიგებული სიტუაციაა.

-ჯობია თუ არა ფინეთის მე-3 ლიგის კლუბი ხელფასებით და ინფრასტრუქტურით საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბს?
-ინფრასტრუქტურით, თითქმის ყველა კლუბი უმაღლესიდან მესამე მე-4 ლიგამდე ყველა გამართულია. ვერ ვიტყვი ქვედა ლიგები ფინანსურად ჯობია-თქო, გააჩნია გუნდს... მაგრამ აქ ფულზე არაა საუბარი, სავარჯიშო პირობები უფრო კარგია და აქ მოემზადები და თუ კარგად ითამაშებ, უკეთესი ლიგისკენ გზა გახსნილი გექნება.

-ქართული კლუბებიდან გქონდათ შემოთავაზება დაბრუნებაზე?
-არა, არ მქონია. უბრალოდ, საქართველოში, უმაღლესის რამდენიმე გუნდს აქვს კარგი პირობები და ინფრასტრუქტურა... აქ კი ყველას მოგვარებული აქვს ეგ პრობლემა.

-თქვენ ალბათ გუნდში ერთ-ერთი გამოცდილი ფეხბურთელი ბრძანდებით და გუნდის ლიდერიც იქნებით. ფინეთში დიდი ხანია ასპარეზობთ და ადგილობრივი პრესაც თქვენზე ბევრს წერს. რისი თქმა შეგიძლიათ?
-გუნდში ასაკით ყველაზე დიდი მე ვარ. ბევრი ფეხბურთელი მინახავს ფინეთში ჩამოსული სერიოზული ფეხბურთელი, რომელსაც ვერ უთამაშია. ძალიან რთული სათამაშოა ფინეთის ჩემპიონატი...

ერთ მომენტს გავიხსენებდი ფინური პრესიდან... ჩვენ მხოლოდ 3 ქართველი გვახსენდება. ესენი არიან იოსებ სტალინი, საშა ჩივაძე და ირაკლი სირბილაძე - ასეთი სტატია ეწერა ფინურ პრესაში. ანუ, საუბარი იყო მათ სიძლიერეზე... როგორც სტალინმა მოიგო ომი... ჩივაძემ თასების თასი, მე კი ბომბარდირი და საუკეთესო თავდამსხმელი გავხდი ფინეთში.
-რას გეგმავთ უახლოეს მომავალში თქვენს კარიერაში?
-ჯერ კიდევ ვაპირებ თამაშს... რადგან ქვედა ლიგაში გადმოვედი იმას არ ნიშნავს, რომ ასაკში ვარ და აღარ შემიძლია თამაში. უბრალოდ, ჩემი მომავლისთვის ასე სჯობდა. რაც მოსაგები იყო უმაღლესშიც მოვიგე და პირველ ლიგაშიც. ღმერთისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ასევე იმ ახლობლებისთვის და მეგობრებისთვის, ვინც გვერდში მიდგანან.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მეზარბაზნე თქვენ რა დონეზე ბრძანდებით?!
giorgi
23:46 18-03-2018
2
აი რას ვერ ვხვდები. ასეთი დონის ფეხბურთელებზე, რატომ წერთ საერთოდ?
მეზარბაზნე
07:30 05-02-2018
6

სიახლეები პოპულარული