ნიკა კაჭარავამ "სანდევიციას" გოლი გაუტანა და "კორონამ" ქულა მოიპოვა

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას 23-ე ტურში ქართველი ფორვარდის ნიკა კაჭარავას კელცეს "კორონა" სტუმრად "სანდევიციას" დაუზავდა 3:3.

მატჩს ქალაქ ნიეჩიზას 4 666-იან სტადიონზე 1 252 მაყურებელი დაესწრო. ნიკამ შეუცვლელად ითამაშა და მე-40 წუთზე გოლი გაიტანა. მან ქვეყნის მიმდინარე პირველობის 15 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.

"კორონა" სატურნირო ცხრილში 35 ქულით მე-5 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ნიკა აშკარად მაგარი ფორვარდია მაგრამ პოლონეთის ლიგა რო ავსტრიის ლიგას ჯობდეს არ მჯერა,რა სისულელეა
ბაჩო გ
18 თებერვალი 2018 16:29
0
ცხადაძეს თავისი შვილი ყავდა ნაკრებში და ამ ბიჭმა რით ვერ დაიმსახურა ნაკრების სასტარტოში ადგილი?
zura
17 თებერვალი 2018 11:02
0
ეგ მეც ყოველტვის მიკვირდა რატო ქვილიტაია რომელიც 10 მატჩში ერტხელ იტანს და არა ნიკა რომელიც თიტქმის ყველა მატჩში იტანს თანაც უკეთეს ჩემპიონატში
achi
17 თებერვალი 2018 09:49
0
ა კაცი, 2 თამაში 2 გოლი და საგოლე, მარა რად გინდა, მაინც ქვილითაიაა სასტარტო, რატო არ ვიცი. თქვენ იცით?
vaso
16 თებერვალი 2018 23:35
0
ქვილითაია მგონი არც განიხილება მთავარ ფორვარდად, უბრალოდ ბოლოსკენ არ იყო კაჭარავა ბოლომდე მწყობრში, თუ არ მეშლება ასე იყო
Lagashi
17 თებერვალი 2018 00:18
0

სიახლეები პოპულარული