ჯანო ანანიძემ და საბა კვირკველიამ 15-გრადუსიან ყინვაში ითამაშეს

AutoSharing Option
"ლოკომოტივსა" და "სპარტაკს" შორის რუსეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩის დიდთოვლობის გამო გადატანა უნდოდათ, მაგრამ მაინც ჩაატარეს და 0:0 დასრულდა.

მოედანი თოვლისგან შეძლებისდაგვარად გაწმინდეს, პირითი ხაზები წითელი საღებავით დახაზეს და გუნდებმა ყვითელი ბურთით ითამაშეს.

მასპინძელთა მცველმა საბა კვირკველიამ -15 გრადუს ტემპერატურაზე მოკლესახელოებიანი მაისურით შეუცვლელად იასპარეზა, ხოლო სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რომელსაც ტრავმის გამო რამოდენიმე თვე გაუცდა, 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

"ლოკომოტივი" 46 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, ხოლო "სპარტაკი" 38 ქულით მეხუთეზე.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კი ბატონო,მეც ვულოცავ,მაგრამ მწვრთნელის გამკვირვებია,ახალ ტრავმა მოშუშებული კაცი რომ შეაგდო ამ დათოვლილ და გაყინულ მინდორზე,რას ფიქრობდა? ან ასეთ მოედანზე რა უნდა გაეკეთებინა?ძალიან დიდი რისკი იყო რეციდივისა და ეს კიდევ ერთხელ მიმტკიცებს აზრს,რომ ჯანო რუსეთში არ უნდა დარჩენილიყო.რუსეთში ჯანოს ტრავმები არ მოაკლდება.
მოაშორეთ ეს სულელური რობოტ ტესტები,დაცინვას ჰგავს ეს ყველაფერი.
სოსო
05 მარტი 2018 01:03
1
ვულოცავ ჯანოს დაბრუნებას, ღმერთი შენსკენ და შენი იმედი გვაქვს ერთა ლიგაზე, დარწმუნებული ვარ მარტის ამხანაგურებში გამოიძახებს ვაისი ანანიძეს და ნახავს მთელი მსოფლიო რომ მისი დრო არ დამთავრებულა და ახლა იწყება, ყველაფერი წინ გაქვს ჯანო წინ წარმატებისკენ.
roma
04 მარტი 2018 21:41
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული