"ატლეტიკოს" ჯავრი "ლოკომოტივმა" და კვირკველიამ "ურალსა" და ჭანტურიაზე იყარეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროპა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "ატლეტიკოსთან" გაბითურებულმა "ლოკომოტივმა" რუსეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის დასკვნით მატჩში ეკატერინბურგში ადგილობრივი "ურალი" დაამარცხა (2:0).

"რკინიგზელმა" საბა კვირკველიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, "ურალელი" გიორგი ჭანტურია კი მე-60 წუთზე შევიდა შეცვლაზე და სტუმართა გუნდის მცველებს ბევრი თავსატკივარი გაუჩინა. ის 61-ე წუთზე კვირკველიამ მოცელა და ყვითელი ბარათი მიიღო, მე-80 წუთზე ვედრან ჩორლუკას გასცდა, კარში დაარტყა და ვერ მოახერხა გოლის გატანა. ამას გარდა, გიორგიმ ყვითელი ბარათიც მიიღო.

სტადიონზე მისულ გულშემატკივრებს კლუბი 12-გრადუსიან ყინვაში უფასო ჯარისკაცული ფაფითა და ჩაით გაუმასპინძლდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული