"ატლეტიკომ" საბა კვირკველიას" "ლოკომოტივი" აბუჩად აიგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "ლოკომოტივი" მოსკოვში 1:5 დამარცხდა "ატლეტიკოსთან" და გათამაშებას გამოეთიშა. გოლები კორეამ, საულმა, ტორესმა (2) და გრიზმანმა გაიტანეს.

ჯერ კიდევ კენჭისყრის შემდეგ უკვე ცხადი იყო, რომ "რკინიგზული" გუნდი მრისხანე მეტოქეს ვერ გაუმკლავდებოდა და ასეც მოხდა. მადრიდში 3:0 გამარჯვების შემდეგ "ატლეტიკოს" მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ თავდამსხმელი დიეგო კოშტა რუსეთში არ წაიყვანა, ხოლო ფორვარდი ანტუან გრიზმანი 61-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.

მოკლედ, "ლოკომოტივს" დონე "ნიცას" დასამარცხებლად კი ჰყოფნის, მაგრამ ევროგრანდებთან ტოლ-სწორად სათამაშოდ - არა. როხიბლანკომ კი ბოლო 12 მატჩი
დან 11 მოიგო და მხოლოდ "ბარსელონასთან" დამარცხდა.

ერთი სიტყვით, კვირკველიამ უნდა გადაწყვიტოს, უღირს თუ არა "ლოკოში" დარჩენა თუ კარგ ევროპულ გუნდში გადასვლა ურჩევნია. თუ რომელიმე ასეთი კლუბი მართლა იწვევს. ყოველ შემთხვევაში, ამ ორ შეხვედრაში მან თავი დადებითად ვერაფრით ვერ დაგვამახსოვრა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
საბას ნუ დავაბრალებთ ყველაფერს აქ გუნდამა ითამაშა ძალიან სუსტად. ისე რუსეთის პრემიერ ლიგას არაფერი არ აქვს ჩვენი დასაწუნი, აგერ ცსკა-მ გამოაგდო საფრანგეთის გამორჩეული კლუბი ლიონი. რეიტინგით რუსეთის პრემიერ ლიგა მეექვსე (6) ადგილზე არის ევროპაში . მე ფაქტს ვამბობ და არავის არ ვაქებ. ასე რომ რაც უფრო მეტი ჩვენი ნაკრების ფეხბურთელი ითამაშებს ლოკომოტივის,სპარტაკის , ცსკას დონის კლუბში ჩვენთვის სასარგებლო იქნება. ტრაგედია ნამდვილად არაა მადრიდის ატლეტიკოსთან მარცხი!
kika
16 მარტი 2018 10:27
2
ასე გაფარჩაკდე და ასეთი განსხვავება როგორ უნდა იყოს არ მესმის, მარტო ანგარიშში ხომ არაა საქმე, ისე მოუგო როგორც უკანასკნელ უდონო გუნდს.
გიორგა
16 მარტი 2018 09:37
1
რა სათაურები აქვთ მასტებს, არ იცი იცინო თუ იტირო. რატომ ხართ რაღაც ორიგინალურის ძიებაში, როცა შეიძლებ მარტივად თქმა? თან არ გეხერხებათ არანაირად ეს ორიგინალურობაც და წერეთ და უბრალოდ.
odala
16 მარტი 2018 03:21
0
ამას ქვია გადათელვა, ან ნულზე გამრავლება :)
ცუდი ისაა რომ 7-1 არ მოიგო ატლეტიკომ! სამარცხვინო რუსები!
vaime vaime vaime :)
15 მარტი 2018 23:15
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული