17:34 28-03-2018
Sport.sky.it: ვაკო ყაზაიშვილის გოლზე ყველას ლეო მესი გაახსენდა [VIDEO]
AutoSharing Option
"ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ამერიკის ლიგაში თამაშობს, მაგრამ ესტონეთის წინააღმდეგ გოლი ლიონელ მესის სტილში გააქვს.
არ ვხუმრობთ, ეს ფეხბურთელი ვალერი ყაზაიშვილია. მან ეს გოლი იმ შეხვედრაში გაიტანა, რომლის მონაწილე გუნდებიც ძნელად თუ ითამაშებენ როდისმე მსოფლიო ჩემპიონატზე.
მიუხედავად ამისა, გატანილი ბურთის შემხედვარე, ბევრს სწორედ მესი გაახსენდა.
აღნიშნულ ფეხბურთელს საინტერესო ისტორია აქვს. ის საქართველოში რუსთავის "მეტალურგში" თამაშობდა 2 წელი, თუმცა არანაირი კვალი არ დაუტოვებია.
მიუხედავად ამისა, 2011 წელს ის არნემის "ვიტესმა" იყიდა, სადაც მან 105 თამაშში 25 გოლი გაიტანა.
შემდეგ ვარშავის "ლეგიაში" გადავიდა და 16 მატჩი ჩაატარა. ამის მერე კი უკვე MLS-ში, "სან ხოსეში" გადაბარგდა და 17 თამაშში 7 გოლი მიითვალა. ის პირველი ქართველია, ვინც ამერიკის უმაღლეს ლიგაში გოლი გაიტანა", - ნათქვამია სტატიაში.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ცოტა გრიმი რომ გაეკეთებინა ნაღდად მესი ეგონებოდა ყველას! ყოჩაღ, მაგარზე მაგარი გოლი იყო!
23
0
აუ რა უცოდინარი წამყვანები გვყავს: მეკარე ცოტა წინ იყო გამოსულიო, აბა ბიჭო კარის ხაზზსიქით ხომ არ იდგებოდა და საერთოდ მორჩით მატჩის წაყვანის დროს თქვენი აზრების გადმოყრას, მიჰყეთ თამაშს და ილაპარაკეთ მხოლოდ ის რაც მოედანზე ხდება.ანუ ბურთი ვის აქვს და ისთუ ვიოს როგორ და სად უნდა დაერტყა ამს ფეხბურთელები გააკეთებენ.
4
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული