ლამის ორმეტრიანი დავითი - ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის 26-ე ტურის სიმბოლურში

AutoSharing Option
საფეხბურთო პორტალმა football.ua-მ დონეცკის "შახტარის" ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა გამოარჩია და 26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

უკრაინის ჩემპიონატის 26-ე ტურში "შახტარმა" სტუმრად "ვერესი" 2:0 დაამარცხა. მეორე გოლი კი დავით ხოჭოლავამ გაიტანა, რაც მისთვის სადებიუტო გოლია "შახტარში".

"დონბასელთა ცენტრბეკმა "ვერესთან" მატჩში კიდევ ერთხელ მოახდინა თავისი მაღალი კვალიფიკაციის დემონსტრირება. მეორე სართულზე ლამის ორმეტრიანი დავითისთვის ბრძოლის მოგება ადვილი საქმე არაა, მითუმეტეს მასპინძელთა გუნდი უძლური იყო მის წინააღმდეგ, რამეთუ ქართველი შესანიშნავად არჩევს პოზიციას. არ დაგავიწყდეთ, რომ ხოჭოლავამ მეორე გოლი გაიტანა და ფაქტიურად გადაწყვიტა შეხვედრის
ბედი", - წერს საიტი.
მკითხველის კომენტარები / 4 /
არა არ ამოაგდებს,კაშიას გადაწევს ფლანგზე,თუმცა კი ამოაგდებს ალბათ ნავალოვსკის
ბაჩო
11:57 10-04-2018
0
საცოდაობა იქნება შერგელაშვილმა ძირითადში ითამაშოს და ხოჭოლავა სკამზე იჯდეს. თუ დააკვირდით დავითი შახტარში ხშირად ერთვება შეტევებში და კარგადაც გამოსდის,ამიტომ შესაძლებელია სხვა პოზიციაზე მოსინჯოს ვაისმა,მაგალითად ნახევარდაცვის ცენტრში!
kika
09:52 10-04-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული