"ჩვენი გუნდის მოთამაშეს, რომელსაც მარცხენა მუხლის ჯვარედინა მყესები დაუზიანდა, დღეს ოპერაცია ცნობილმა ექიმმა იურგენ აინჰორნმა გაუკეთა. ოპერაცია მიუნხენის მახლობლად ერთ-ერთ კლუნიკაში ჩატარდა. ახლა ფეხბურთელს რეაბილიტაციისა და აღდგენის ხანგრძლივი პროცესი ელის. ექიმების პროგნოზით, ამას დაახლოებით 6 თვე დასჭირდება", - ნათქვამია კლუბის პრეს-სამსახურის ცნობაში.
ამ სეზონში გიორგიმ პრემიერლიგის 18 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.