საბა კვირკველია რუსეთის ჩემპიონატში "ლოკომოტივის" თამაშს სეზონში პირველად გამოტოვებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია მოსკოვის "ლოკომოტივს" რუსეთის პრემიერლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

ქართველმა პრემიერლიგის 26-ე ტურში, გროზნოს "ახმატთან" დაპირისპირებაში სეზონში მეოთხე ბარათი მიიღო, რაც ავტომატურად ერთი მატჩის გამოტოვებას უდრის.

საინტერესოა, რომ საბა "ლოკომოტივის" შეხვედრას რუსეთის პრემიერლიგაში პირველად გამოტოვებს.

მისი გუნდი 22 აპრილს "უფას" უმასპინძლებს. მოსკოველები პრემიერლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე უახლოეს მდევარ "სპარტაკს" 6 ქულით უსწრებენ.

▶ კვირკველია "ლოკომოტივში" შეუცვლელია - საბამ მოსკოვური გუნდის ყველა მატჩში ითამაშა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული