საბა ლობჟანიძემ "სონდერისკესთან" ჰეთ თრიკი შეასრულა და "რანდერს" მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დანიის ჩემპიონატის 31-ე ტურში საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა "სონდერისკე". შეხვედრას 12 000-იან სტადიონზე 2 254 მაყურებელი დაესწრო.

კვლავ ჩინებულად ითამაშა 23 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ლობჟანიძემ, რომელსაც გულშემეტკივრები სუპერსაბას ეძახიან. მან ჰეთ თრიკი შეასრულა და თავის გუნდს 3 ქულა მოუპოვა.

მადლიერმა გულშემატკივრებმა საბას ოვაციები მოუწყვეს, კლუბის საიტმა კი აღნიშნა, რომ ეს მატჩი მისი შოუ იყო.

საბამ დანიის სუპერლიგის 29 მატჩში 10 გოლი გაიტანა და ამას გარდა, თასზე 2 შეხვედრაში 1 გოლი მიითვალა.

"რანდერსი" სუპერლიგაზე დარჩენისათვის მებრძოლ გუნდთა ზონაში
27 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა და 29 აპრილს, შემდეგ ტურში სტუმრად "ლუნგბიუს" ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
იმედია ასე გააგრძელებს და უკეთეს გუნდში გადავა, წარმატებები!
გულშემატკივარი
22:16 22-04-2018
0
ეს ბიჭები რომ არ გაეყიდა ფიფიას დინამო სერიოზული ძალა იქნებოდა.საბა,პაპუ და ჩაკვეტა
ოხ ფიფიაა
10:20 23-04-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული