დავით თარგამაძე: დავხედე ჩემს ფეხს და გავიფიქრე, რომ ფეხბურთი ჩემთვის დასრულებული იყო

AutoSharing Option
Football.ua-მ ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა "ოლეკსანდრიის" ყოფილ ლიდერთან, დავით თარგამაძესთან, რომლის ამონარიდსაც გთავაზობთ.

ორ წელზე მეტია, რაც თარგამაძემ ამხანაგურ მატჩში ტრავმა მიიღო. ამ ხნის განმავლობაში ის ტრავმასა ებრძოდა, საკუთარ თავსაც და მოედანზე დასაბრუნებლად მზადაა.

- კარგა ხანია უკრაინულ პრესაში თქვენზე არაფერი დაწერილა. ეტყობა, სარეაბილიტაციო პროცესს სახლში გადიხართ?


- დიახ, ასეა და ზაფხულში თამაშის დაწყების იმედი მაქვს.

- გახსოვთ კი რამდენი ოპერაცია გაიკეთეთ?


- ოთხი. სამი კიევში, მეოთხე თბილისში. ახლა ყველაფერი კარგადაა. ტრავმა სერიოზული იყო და ამიტომ გამიცდა ამდენი ხანი.

- ინსტაგრამზე
ხშირად ავრცელებდით თქვენი ვარჯიშის ვიდეოებს.


- კვირის მკვეთრი განრიგი მაქვს. პირადი მწვრთნელი კვირაში ოთხჯერ მავარჯიშებს. სამი დღე აუზში ვცურაობ. ფორმაში ჩასადგომად ბევრს ვშრომობ.

- დატვირთვებისას ტკივილს გრძნობთ?


- ყველაფერი ნორმალურადაა. საკუთარი თავი სიძნელეების გადასალახად შევამზადე. ფეხი ახლაც მტკივა, ოღონდ ნაკლებად.

- ეს ორი წელი ყველაზე მძიმე იყო თქვენს ცხოვრებაში?

- დიახ, რა თქმა უნდა. დამიჯერეთ, ორი წელი უფეხბურთოს ცხოვრება ჩემთვის ძალიან ძნელი იყო.

- ფსიქოლოგიურად როგორ არ გატყდით?

- ნათესავები და ახლობლები დამეხმარნენ. ისინი მუდამ ყურადღებას მაქცევდნენ. პრობლემების გადალახვაში ოჯახი მაქსიმალურად დამეხმარა. მალე თამაშს დავიწყებ და ამ საშინელებას დავივიწყებ.

- კარიერის დასრულებაზე არ დაფიქრებულხართ?


- დიახ, ვფიქრობდი... ამაზე ფიქრი მიჭირდა. ჩემი მეუღლის თანადგომას მინდა გავუსვა ხაზი.

- ყოფილ თანაგუნდელებთან კავშირი არ გაგიწყვიტავთ?


- თითქმის ყოველდღე ვესაუბრები ბიჭებს. მათი მხარდაჭერა ჩემთვის მნიშვნელოვანია.

- გაიხსენეთ ტრავმის მიღების მომენტი.

- ეს მოედნის ცენტრში მოხდა. მართალი გითხრათ, ზუსტად აღარც მახსოვს. შოკი იყო. ფეხი სხვა მხარეს მქონდა  მიბრუნებული. დავხედე ჩემს ფეხს და გავიფიქრე, რომ ფეხბურთი ჩემთვის დასრულებული იყო.

- თქვენ ამბობთ, რომ "ფრაიბურგში" გატარებული პერიოდი ნაყოფიერი იყო. მას შემდეგ ბევრი რამ გამოიარეთ. რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?

- კარგი კითხვაა. ტრავმის მიღების შემდეგ მხოლოდ 2 წელი გავიდა, მე კი მომეჩვენა, რომ ამ პერიოდმა 45 წელი გასტანა. ფიქრისთვის ბევრი დრო მქონდა. დავოჯახდი, საზრუნავი მომემატა. შესაძლოა, უკვე ცოტა სხვა ადამიანი ვარ და სხვანაირი დავბრუნდები მოედანზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული