თურქულ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ მატჩში "საბურთალო" უკრაინის "ოლეკსანდრიას" დაუზავდა - 1:1.
ანგარიში "ოლეკსანდრიამ" ბოგდანის მიერ მე-18 წუთზე გატანილი პენალტით გახსნა, ხოლო 73-ე წუთზე საპასუხო გოლი იური ტაბატაძემ გაიტანა.
"საბურთალო" (სასტარტო): მეგრელიშვილი, ლაცაბიძე, ჯგერენაია, მუდრაკი, ჩაჩუა, ძებნიაური, ტერა, გულიაშვილი, მანდრიჩენკო, გოჩოლეიშვილი, თ. ტაბატაძე
შეცვლაზე შევიდნენ: მალი, ი. ტაბატაძე, ერისთავი, ცნობილაძე, ლ. ნონიკაშვილი, შ. ნონიკაშვილი, ამინუ
11 თებერვალს "საბურთალო" "ტომს", 14 თებერვალს კი "ორენბურგს" შეხვდება.