ორ წელზე მეტია, რაც თარგამაძემ ამხანაგურ მატჩში ტრავმა მიიღო. ამ ხნის განმავლობაში ის ტრავმასა ებრძოდა, საკუთარ თავსაც და მოედანზე დასაბრუნებლად მზადაა.
- კარგა ხანია უკრაინულ პრესაში თქვენზე არაფერი დაწერილა. ეტყობა, სარეაბილიტაციო პროცესს სახლში გადიხართ?
- დიახ, ასეა და ზაფხულში თამაშის დაწყების იმედი მაქვს.
- გახსოვთ კი რამდენი ოპერაცია გაიკეთეთ?
- ოთხი. სამი კიევში, მეოთხე თბილისში. ახლა ყველაფერი კარგადაა. ტრავმა სერიოზული იყო და ამიტომ გამიცდა ამდენი ხანი.
- ინსტაგრამზე
- კვირის მკვეთრი განრიგი მაქვს. პირადი მწვრთნელი კვირაში ოთხჯერ მავარჯიშებს. სამი დღე აუზში ვცურაობ. ფორმაში ჩასადგომად ბევრს ვშრომობ.
- დატვირთვებისას ტკივილს გრძნობთ?
- ყველაფერი ნორმალურადაა. საკუთარი თავი სიძნელეების გადასალახად შევამზადე. ფეხი ახლაც მტკივა, ოღონდ ნაკლებად.
- ეს ორი წელი ყველაზე მძიმე იყო თქვენს ცხოვრებაში?
- დიახ, რა თქმა უნდა. დამიჯერეთ, ორი წელი უფეხბურთოს ცხოვრება ჩემთვის ძალიან ძნელი იყო.
- ფსიქოლოგიურად როგორ არ გატყდით?
- ნათესავები და ახლობლები დამეხმარნენ. ისინი მუდამ ყურადღებას მაქცევდნენ. პრობლემების გადალახვაში ოჯახი მაქსიმალურად დამეხმარა. მალე თამაშს დავიწყებ და ამ საშინელებას დავივიწყებ.
- კარიერის დასრულებაზე არ დაფიქრებულხართ?
- დიახ, ვფიქრობდი... ამაზე ფიქრი მიჭირდა. ჩემი მეუღლის თანადგომას მინდა გავუსვა ხაზი.
- ყოფილ თანაგუნდელებთან კავშირი არ გაგიწყვიტავთ?
- თითქმის ყოველდღე ვესაუბრები ბიჭებს. მათი მხარდაჭერა ჩემთვის მნიშვნელოვანია.
- გაიხსენეთ ტრავმის მიღების მომენტი.
- ეს მოედნის ცენტრში მოხდა. მართალი გითხრათ, ზუსტად აღარც მახსოვს. შოკი იყო. ფეხი სხვა მხარეს მქონდა მიბრუნებული. დავხედე ჩემს ფეხს და გავიფიქრე, რომ ფეხბურთი ჩემთვის დასრულებული იყო.
- თქვენ ამბობთ, რომ "ფრაიბურგში" გატარებული პერიოდი ნაყოფიერი იყო. მას შემდეგ ბევრი რამ გამოიარეთ. რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?
- კარგი კითხვაა. ტრავმის მიღების შემდეგ მხოლოდ 2 წელი გავიდა, მე კი მომეჩვენა, რომ ამ პერიოდმა 45 წელი გასტანა. ფიქრისთვის ბევრი დრო მქონდა. დავოჯახდი, საზრუნავი მომემატა. შესაძლოა, უკვე ცოტა სხვა ადამიანი ვარ და სხვანაირი დავბრუნდები მოედანზე.