ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
26 წლის ფეხბურთელი "ოლიმპიკში" ზამთარში დაბრუნდა და ჩემპიონატში 7 მატჩი ჩაატარა. საერთო ჯამში კი, ფარცვანიამ "ოლიმპიკის" მაისური 41-ჯერ მოირგო.
კლუბის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის თემურს თანამშრომლობისთვის და კარიერაში წარმატებას უსურვებს, - წერია საიტზე.
შეგახსენებთ, რომ კლუბის პრეზიდენტმა ფარცვანიას არაპატიოსან თამაშში დასდო ბრალი, რის შემდეგაც ფეხბურთელმა სიცრუის დეტექტორიც კი გაიარა. ამის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ აღარ სურს იქ გაჩერება, სადაც არ ენდობიან.
▶ არ