
ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა, გიორგი თავს კარგად გრძნობს და სარეაბილიტაციო პროცესი 2 თვეს გასტანს.
კლუბი გიორგის მწყობრში მალე ჩადგომას უსურვებს.
მან ტრავმა პოლონეთის ექსტრაკლასას 31-ე ტურში კრაკოვის "ვისლასთან" მატჩისას მიიღო.
მერებაშვილმა ამ სეზონში პოლონეთის ჩემპიონატის 29 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.