გიორგი მერებაშვილს ოპერაცია გაუკეთეს და 2 თვე გაუცდება

AutoSharing Option
პლოცკის "ვისლას" საიტი იტყობინება, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს გიორგი მერებაშვილს ფინეთში ოპერაცია გაუკეთეს.

ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა, გიორგი თავს კარგად გრძნობს და სარეაბილიტაციო პროცესი 2 თვეს გასტანს.

კლუბი გიორგის მწყობრში მალე ჩადგომას უსურვებს.

მან ტრავმა პოლონეთის ექსტრაკლასას 31-ე ტურში კრაკოვის "ვისლასთან" მატჩისას მიიღო.

მერებაშვილმა ამ სეზონში პოლონეთის ჩემპიონატის 29 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული