თორნიკე ოქრიაშვილი: ქეცბაიამ ბევრი კარგი რამ გააკეთა, მაგრამ ხალხს მხოლოდ ცუდი ახსოვს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "კრასნოდარის" ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა თემურ ქეცბაიას შესახებ ისაუბრა, მისი კომენტარი კი Balla.com.cy-მ გამოაქვეყნა.

"თემურმა 10 კარგი გააკეთა და 2 ცუდი, მაგრამ მედიას მხოლოდ ცუდი ახსოვს. ბევრი ცუდად საუბრობს ქეცბაიაზე, თუმცა მე იმავეს გაკეთება არ შემიძლია.

ის იყო ადამიანი, რომელმაც აღმომაჩინა და ნაკრებში თამაშის საშუალება მომცა. უნაკლო მწვრთნელი კი არ არსებობს.

რა თქმა უნდა, ყველას უნდა, რომ შედეგი გვქონდეს და მეც, გულშემატკივრის ადგილზე რომ ვიყო, ქართულ ფეხბურთს მეც გავაკრიტიკებდი.

თუმცა მე ეროვნული ნაკრების წევრი ვარ და ყველაფერი არც
ისე მარტივია, როგორც გარედან ჩანს", - აღნიშნა ოქრიაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მაგის ნაკლი ის არის რომ ზედმეტად აგრესიულია და მოსმენა არ უნდა.თან ქართველებისთვის მიუღებელ ჩაკეტილ ფეხბურთს ათამაშებდა ჩვენ ნაკრებს. მე მგონი სხვა ქვეყნებშიც იგივე პრობლემა აქვს.ისე მაგარი თავდადებული და საყვარელი ფეხბურთელი რომ იყო საქართველოს ნაკრებში მაგას ვინ უარყოფს.
ჯიჯი
13:04 09-05-2018
3
და ცამეტ მილიონს ვინ გაატანდა მაგ ცამეტ მილიონში ნაცებიც ყავდა წილში პარტიული მუშაკები ფედერაციაში რომ იყვნენ დასაქმებული თორე თემურს მაგხელა ფულს არავინ გაატანდა. ისე ხელფასი მართლაც საკმაოდ დიდი ქონდა და არაადეკვატური თან რა დონის ნაკრებში და რა ეკონომიკის მქონე ქვეყანაში.უფროსწორად ეკონომიკის არმქონე ქვეყანაში
ზაზა
13:59 09-05-2018
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული