ზაქარია ბეგლარიშვილის დუბლი და 5 საგოლე გადაცემა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესტონეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში ზაქარია ბეგლარიშვილის ტალინის "ფლორამ" პიარნუში "კალევის" 1 900-იან სტადიონზე აუტსაიდერი "ვაპრუსი" გაანადგურა 8:1.

ზაქარიამ 2 გოლი გაიტანა, 5 საგოლე პასი გააკეთა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მან ესტონეთის პირველობის 12 შეხვედრაში 12-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

"ფლორა" 29 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და 16 მაისს "კურუსაარეს" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული