პოლონური გამოცემა: ჯერ კიდევ უცნობია დარჩება თუ არა კაჭარავა "კორონაში"

AutoSharing Option
პოლონურმა გამოცემამ "przeglad sportowy"-მ ჩვენთვის საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, კლუბი ნიკა კაჭარავას მომავალზე საუბრობს და იმ გამოწვევებზე რაც მომავალ მატჩებში ელოდება.

" კორონას მხარდამჭერებს სეზონის ბოლოს ერთი რამ აწუხებთ, რომ ნიკა კაჭარავასა და ელია სორიანოს დუეტს მეტი დრო ვერ მიეცა. ეს განპირობებული იყო იმით, რომ ორივეს ხშირად ტრავმა აწუხებდათ. მათ სულ მხოლოდ ხუთჯერ ითამაშეს ერთმანეთთან დუეტში.

იტალიელი შეხვედრებში უკეთესად მუშაობდა, როდესაც იმ ხუთ მატჩში ორივემ საწყისი წუთებიდან ერთად დაიწყეს თამაში, მან 3 გოლის გატანა შეძლო. ხოლო ნიკა კაჭარავამ ერთი გოლი გაიტანა
და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. ისინი სრულიად სხვადასხვა სტილის მოთამაშეები არიან: ნიკა სიმაღლის მიუხედავად, ტექნიკურად ძალიან კარგად არის მომზადებული და შეუძლია რამდენიმე ფეხბურთელს თავისუფლად გაცდეს, შემდეგ კი შედეგიანად გამოიყენოს მომენტი. თავის მხრივ სორიანო, საჯარიმოში პოზიციას უკეთესად არჩევს და უფრო ზუსტად მოქმედებს, მას შეუძლია ორივე ფეხით კარგად დაარტყას.

ამ ფეხბურთელების მთავარი პრობლემა ტრავმიანობაა. თუმცა ახლა როდესაც ორივე ფეხბურთელი ჯანმრთელად არის, შესაძლებელია ბოლო ორ შეხვედრაში დუეტში ვიხილოთ: "პლოცკთან" და "ზაგლებლიესთან".

ეს ორი შეხვედრა გადამწყვეტი იქნება, რადგან ორივე ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება. ამის შემდეგ კი "კორონამ" უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა რომელიმესთან კონტრაქტს. ჯერ კიდეც უცნობია, რომელიმე დარჩება თუ არა "კორონაში".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული